ის ციფრი, რომელიც თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.
ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება - 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
თუკი თქვენი ბედის ციფრია – 7
შვიდიანები ბუნებით დამკვირვებლები და დეტალური ანალიზის მოყვარული ადამიანები არიან. მათგან კარგი მკვლევარები, კომენტატორები, ფსიქიატრები, ინჟინრები, გამომგონებლები, ბროკერები, მარკეტინგული ბაზრის მკვლევარები, ისტორიკოსები, ქირურგები, არქეოლოგები, ფიზიკოსები, გიდები, თეოლოგები გამოდიან. ასევე დიდი წარმატება და რაც მთავარია, ფინანსური სარგებელი ელით მათ იმ შემთხვევაში, თუ ხელს ანტიკვარიატით ვაჭრობას ან საიუველირო საქმეს მოჰკიდებენ. არანაკლებ მომგებიანი იქნება შვიდიანისთვის ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინერის პროფესია ან ხელოვნებათმცოდნეობა.