"სელებრითების" ცხოვრების დეტალების მიმართ. მე გადავწყვიტე, ბოლო პერიოდის მანძილზე რამდენიმე, ყველაზე რეიტინგულ ფიგურად აღიარებული ქალბატონის პირადი მონაცემებისთვის გადამეხედა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილება მათ შესახებ... მოდით, ამ ადამიანების პორტრეტებს ამჯერად, ასტროლოგიურ ჭრილში შევხედოთ და გავიგოთ, რეალურად როგორები არიან ისინი ან რატომ იჩენს სოციუმი მათ მიმართ გადამეტებულ ყურადღებას.
ნინა წკრიალაშვილი – კვირის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პერსონაა, იმ სკანდალის გამო, რომელიც მას ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთან უთანხმოების გამო აუგორდა. ნინა ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია, ამით აიხსნება მისი ნაკლებად კონფლიქტური ხასიათი და ორიგინალურად ჩაცმა-დახურვისკენ მიდრეკილება. ასევე, ექსპერიმენტებიც საკუთარ გარეგნობაზე. როგორც მისი პირადი მონაცემები ცხადყოფს, ნინას გარდა მერწყულისა კირჩხიბის გავლენაც საკმაოდ დიდი აქვს, ამიტომ იგი საკმაოდ ემოციური და თანამგრძნობი ნატურა უნდა იყოს რეალობაში.
სალომე გოგიაშვილი – ზოდიაქოს ნიშნით მორიელია, თუმცა აქვს კუროს ზოდიაქოს გავლენაც. მორიელი-მერწყული ერთ-ერთი რთული კომბინაციის მქონე ურთიერთობაა. ეს არის ნიშნებს შორის კვადრატურა, რაც თითქმის ყოველთვის იწვევს ამ ორს შორის კამათს, ჩხუბსა და გაუგებრობებს. რისი ნათელი მაგალითიც არის ნინასა და სალომეს შორის დაპირისპირება. თუმცა, ასტროლოგიური კუთხით, სალომე ნინასთან შედარებით გაცილებით უფრო პრინციპული და შურისმაძიებელი ტიპაჟია. მაგრამ ორივე მათგანს აქვს რუკაში საერთო დეტალი – პრობლემა პირადი ცხოვრების კუთხით. ნინას შემთხვევაში ეს ლილიტია სასწორის ზოდიაქოში, სალომეს შემთხვევაში კი ვენერა მორიელის ნიშანში, რაც ასევე ხშირად იწვევს გარკვეულ სირთულეებს პირადში.
ნინი ბადურაშვილი – ნინი, ზოდიაქოს ნიშნით თხის რქაა. ასევე აქვს კირჩხიბის ძლიერი გავლენა. თქმა არ უნდა, ეს ადამიანი თხის რქისთვის დამახასიათებელი თავდაჭერილობითა და ემოციების მართვის უნარით უდაოდ გამოირჩევა. თუმცაღა, მისი მთვარე, კირჩხიბის ზოდიაქოში, მიანიშნებს იმას, რომ იგი საკმაოდ სენსიტიურია და მგრძნობიარეა შინაგანად. მაგრამ მიუხედავად ამისა, ემოციების საჯაროდ გამომჟღავნებას ყოველთვის მოერიდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, როგორც ნინას, ისე ნინის შემთხვევაში საკმაოდ აქტიური როლი ითამაშა ბოლო პერიოდში შავი მთვარის ტრანზიტმა კირჩხიბის ზოდიაქოში (რომელიც ამ ეტაპზეც გრძელდება). შავი მთვარე მოგეხსენებათ სხვადასხვა სახის დაფარულ ან პრობლემატურ თემებს ააქტიურებს ადამიანების ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში მისი ტრანზიტი ამ ორი ადამიანის ემოციებს შეეხო (ნუ დაგვავიწყდება, ორივე მათგანს მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში აქვს განთავსებული) თან არცთუ მსუბუქად.
თაკო გაჩეჩილაძე – თაკოს ზოდიაქოს ნიშანი თევზები გახლავთ, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე ადვილია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანის პირად რუკას დიდი დოზით ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშნის გავლენა უნდა ერიოს (ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი).
ნანუკა ჟორჟოლიანი – ნანუკას მიმართ ინტერესი ყოველთვის მძაფრადაა საზოგადოებაში. პრინციპში არაფერია აქ გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მის პირად რუკაში ლომის ზოდიაქოს ძლიერ გავლენას (მთვარე ლომში). მიუხედავად იმისა, რომ მზის ზოდიაქოს ნიშნით ნანუკა კირჩხიბია მთვარის ეს მდებარეობა, მას ეპატაჟურობასა და სკანდალურობას სძენს. ამ ადამიანს მოსწონს და ეხერხება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. უფრო მეტიც, მას ამის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. იგი ბავშვური, მხიარული და ხმაურიანი ნატურაა. თუმცა, ზოგჯერ შეუძლია იყოს აუტანლად ეგოისტი და მრისხანე.
ბოლო პერიოდის კიდევ ერთი, მეტ-ნაკლებად სკანდალური ფიგურა ხატია სიჭინავაა . ხატია ზოდიაქოს ნიშნით ვერძი გახლავთ, ამიტომ სხვა რომ არაფერი, მისი მზის ზოდიაქო უკვე განაპირობებს იმას, რომ ამ ადამიანს ეხერხება და უყვარს პირველობა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა თუნდაც უარყოფითი კუთხით... თუმცა, ვერძი მამაკაცური პლანეტა მარსის გავლენის ქვეშაა, გარდა ამისა, ხატიას რუკაში ძალიან დიდი გავლენა აქვს მორიელის ზოდიაქოს, რომელიც არანაკლებ დესტრუქციული ენერგეტიკის მქონე პლანეტა პლუტონით იმართება (თანამმართველი მარსი) ამის გამო, ნამდვილად არ არის გასაკვირი ხატიას მხრიდან საკმაოდ მკვეთრი რეპლიკები, მუქარა და ხისტი გამონათქვამები გარშემო მყოფთა მიმართ. თუმცა, აქვე უნდა ისიც ითქვას, რომ მზე-მთვარის ასეთი კომბინაცია თავის თავში საკმაოდ ძლიერ ნებისყოფას გულისხმობს. შესაბამისად, ხატიას ხასიათში თავდაცვის ინსტიქტი კარგად უნდა იყოს განვითარებული. ეს ის ადამიანი არაა ვინც თავს ვინმეს მარტივად დააჩაგვრინებს.