უყალიბდება თუ მისი შტრიხები დაბადებისთანავეა ამა თუ იმ ინდივიდში ჩადებული? თქმა არ უნდა, ცხოვრება დაღს ასვამს ბევრი ჩვენგანის ფსიქიკას. თუმცა, წუწუნის ჩვევა თუ ის ადამიანს ჩანასახშივე არ ახასიათებს, არასოდეს გახდება ორგანული მახასიათებელი მისთვის. ასტროლოგები თვლიან, რომ ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს იმას, თუ რამდენად წუწუნა, ბუზღუნა და პრეტენზიულია ესა თუ ის ადამიანი. გინახავთ ალბათ ხალხი, რომელიც არასოდეს, არაფრით კმაყოფილი არაა, ყოველთვის ჩივის ცხოვრების უკუღმართობაზე და გამუდმებით არ ელევა მიზეზი საჩივლელად. ამ ყველაფრის უკან ზოგჯერ კარგად შენიღბული ენერგოვამპირიზმიც იმალება - წუწუნის შემდეგ ინდივიდი იღებს გარშემო მყოფების მხრიდან თანაგრძნობას და დამშვიდებას. თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა. ამჯერად კი მინდა სამი ყველაზე ბუზღუნა-წუწუნა-პრეტენზიული ზოდიაქოს ნიშანი წარმოგიდგინოთ და თუ თავი ამ ოქროს სამეულში აღმოაჩინეთ, ჩვეულებისამებრ წუწუნს კი ნუ მოჰყვებით, რომ "ეს ასტროლოგები მაინცდამაინც თქვენ ნიშანს არ სწყალობენ" - იქნებ საკუთარ თავს გვერდიდან დააკვირდეთ და ნეგატიური თვისებების აღმოფხვრაზე იზრუნოთ. წუწუნით საქმეს არასოდეს ეშველება, სამაგიეროდ, პრობლემას თუ ღიმილით შეეგებებით აუცილებლად მოიძებნება მისი მარტივი მეთოდებით გადაჭრის ხერხი.
მაშ ასე, ოქროს სამეულის წევრები არიან:
კირჩხიბი - ზოდიაქოს ყველაზე აქტიური და ცნობილი წუწუნაა, ხშირად გარშემო მყოფებისთვის თავის შეცოდების გარეშე უბრალოდ არ შეუძლია. თუმცა რეალურად არასოდესაა ისე ცუდად, როგორც ხატავს ხოლმე სიტუაციას. ფაქტებისა და მოვლენების დრამატიზირების დიდოსტატია, კიდევ კარგი მისი ეს უხასიათობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, ამიტომ შეიცვლება მთვარის ფაზა და შეიცვლება კირჩხიბის ხასიათიც. შესაბამისად, დღეს თუ ხმით მოთქვამს საკუთარი უბედობის გამო, ხვალ გულიანად მოკისკისეს შეიძლება გადააწყდეთ სადმე.
ქალწული - ამაოდ როდი ეძახიან ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხუმრობით "ტვინის პინცეტებს", ქალწულს გასაოცარი უნარი აქვს ნებისმიერი გამოიყვანოს წყობიდან თავისი შენიშვნებითა და პრეტენზიებით. მას შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში გადააქციოს "ბუზი სპილოდ". ამასთან ერთად, არასოდეს დაიღლება ერთი და იმავე თემის გარშემო მრავალსაათიანი საუბრებითა და დირექტივებით. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ადამიანი რობოტივით დაპროგრამებულია და ფეხს არ გადადგამს წინასწარი დაგეგმვის გარეშე. მას უბრალოდ უჭირს მოდუნება და ცხოვრებით დატკბობა, არ უყვარს სიურპრიზები. ამით კი დიდ ზიანს აყენებს, როგორც საკუთარ ისე სხვის ნერვულ სისტემას და ჯანმრთელობას.
თხის რქა - ცნობილი ბუზღუნა და სიჯიუტის ეტალონია. განსაკუთრებით აუტანელი ამ მხრივ მამაკაცი თხის რქები არიან. ნებისმიერი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ცოლობა ერგო წილად დამიდასტურებს, რომ როგორც ქმარი სახლში თხის რქა დაახლოებით ადრიანო ჩელენტანოს გმირს წააგავს ფილმიდან "ჭირვეულის მორჯულება", იგი არასოდეს იღიმება და მუდმივად აქვს მიზეზი პირქუში შენიშვნებისთვის. გარდა ამისა, ხშირად მას ირიბი მინიშნებებით საუბარი უყვარს, ამბობს ზოგადად და უნდა გაიგოს ადრესატმა კონკრეტულად. მისი გულის მოგება ძალზე რთულია, უფრო რთულია მისი გაღიმება.