ვირთხა
ბიზნესში კრიზისი ხომ არ დაგწეყოთ? იქნებ, რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი გეპარებათ? შემოქმედებითი ვირთხებისთვის არაჩვეულებრივი დღეა - განსაკუთრებით მწერლებისთვის. დაწერეთ, შექმენით ლექსი, სიმღერა თუ მუსიკა. ყველაფერი, რასაც 2 აპრილს შეთხზავთ მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად ცოტა გაგიჭირდებათ, ამიტომ მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯეთ თანხა.
ცხვარი
ცხვრები, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობენ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებენ ან გაყიდიან მათ მიერ შექმნილ პროდუქტს სარფიან ფასად. ყველა ცხვარის ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენა ან სტაბილური კლიენტების გაჩენა.
ხარი
თუ ე.წ. ფრილანსერი ხართ, ანუ დამოუკიდებლად მუშაობთ და არ მიეკუთვნებით რომელიმე კომპანიას, ელოდეთ თქვენდამი ინტერესის მოზღვავებასა და ბევრ სამუშაოს. 2 აპრილს გაიჩენთ ახალ მეგობრებს, რომლებიც მომავალში ბიზნესპარტნიორებად გადაიქცევიან.
გველი
სამსახურში მხიარულება გელით. კარგი დღეა მომავლის დასაგეგმად. დაფიქრდით, რა გსურთ სინამდვილეში? ან რას აკეთებთ მიზნის მისაღწევად? იქნებ, განსაკუთრებულს არც არაფერს? გველები, რომლებიც მშობლები არიან, შვილს ბრძნულ რჩევას მისცემენ.
დრაკონი
განმარტოება და სეირნობა გჭირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტს, მაშინაც კი, თუ ძალიან გაღიზიანებენ. ნუ იქნებით სუბიექტური სიტუაციის შეფასებებისას, თუ თქვენდაუნებურად მოსამართლის როლში აღმოჩნდებით.
ვეფხვი
ენერგიის ნაკლებობა შეგაწუხებთ. ერთადერთი რაც დღეს ნამდვილად გჭირდებათ - კარგი გამოძინებაა. შესაძლოა მოგაწვეთ ფილოსოფიური საუბრის სურვილი, მაგრამ თანამოაზრე ვერ იპოვოთ და დაღონდეთ.
კურდღელი/კატა
მოგაწვებათ ნიჰილიზმი და სიზარმაცე. ვერაფერს დაუდებთ გულს, ვერც სამეცადინოს და ვერც სამსახურს.
ცხენი
მოსალოდნელია დიდი იმედგაცრუება სიყვარულში. თუ თქვენ ის ცხენი ხართ, რომელმაც რომანტიკული ვახშამი დაგეგმა, წინასწარ შეეგუეთ უსიამოვნო ფაქტს - შეხვედრა არ შედგება, ან სრული ფიასკოთი დასრულდება.
მაიმუნი
მოსალოდნელია კონფლიქტი ან გაურკვევლობა ოჯახის წევრებთან. ზოგიერთ მაიმუნს შეყვარებულთან დაშორება ელოდება. ნუ დასვამთ კითხვებს, თუ იცით, რომ პასუხი ჩხუბს გამოიწვევს.
მამალი
დრო დაუთმეთ ჰობსა და საკუთარ თავს, თორემ ყოველდღიურმა რუტინამ გადაგყლაპათ. თუ საშუალება გაქვთ, ახალ რესტორანში ან კვების ობიექტში წადით ლანჩზე.
ძაღლი
აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. ნათესავი ან ახლობელი გაგანდობთ საიდუმლოს, რომელიც კუბოს კარამდე უნდა მიიტანოთ. ნუ გააკრიტიკებთ.
ღორი