დღის წესრიგში დგას აქტიურად, თუმცა მათგან ერთეულები ახერხებენ ზუსტად იმ ქალს დაუკავშირონ ბედი, ვინც რეალურად გააბედნიერებთ... მოდით, გადავხედოთ ცოლების დახასიათებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით... იქნება და სახლში კამიკაძე შემოიყვანეთ... თქვენ კი ეს არ იცით?
როგორი ცოლია ვერძი?
"აუტანელი" – ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით.
მინუსები – ფიცხი და კაპასია. ჯერ ამბობს, მერე ფიქრობს და ნანობს, ან სულ არ ნანობს არაფერს. არასოდეს აღიარებს მამაკაცის დომინანტობას ოჯახში, მაგრამ არც მასზე სუსტი კაცის გვერდით გაჩერდება დიდხანს.
პლუსები – თუ თქვენ პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწის კარიერას იკეთებთ, ცოლად ვერძზე უკეთესს ვერავის იპოვით. მას შეუძლია სტიმული მოგცეთ და ყველანაირად შეგიწყოთ ხელი მწვერვალების დასაპყრობად.
როგორი ცოლია კურო?
თუ ფული გაქვთ თქვენია... თუ არადა, მაინც თქვენი, მაგრამ ეგეთს დიდხანს ვერ აგიტანთ.
მინუსები – ჯიუტი და ნელია. ვერ იტანს როცა აჩქარებენ. გადაწყვეტილებას რთულად იცვლის ან არ იცვლის საერთოდ. ვერ იტანს მფლანგველ კაცებს. თუმცა, ძუნწი არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია, უბრალოდ ხელმომჭირნეა.
პლუსები – ერთგული და ამტანი პარტნიორია. შეუძლია მეუღლეს საუკეთესო "ბექგრაუნდი" შეუქმნას. არასოდეს წუწუნებს ცხოვრებისეული სირთულეების გამო. შესანიშნავი კულინარია. ბავშვებს მკაცრად ზრდის, თუმცა ყოველთვის სამართლიანია მათთან.
როგორი ცოლია ტყუპი?
საინტერესოა რომელ ერთზე მეკითხებით? ისინი ხომ ორნი არიან.
მინუსები – ჭკუამხიარული, არაპროგნოზრებადი და ცვალებადია. დაოჯახების საკითხს ძალზე მარტივად უყურებს, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებას. ძნელად იტანს რუტინას და ერთფეროვნებას (მათ შორის ჭეშმარიტი ცოლის ფუნქციებს რეცხვა-ლაგება-ბავშვის მოვლას).
პლუსები – მხიარული და ოპტიმისტია. შეუძლია ხასიათი ნებისმიერ სიტუაციაში გამოგიკეთოთ. გაბრაზება მალე გადასდის და გულში წყენის ჩატოვება არ ახასიათებს. შესანიშნავად ართობს სტუმრებს. ზოგადად უყვარს სახლში სტუმრიანობა, ასეთ სიტუაციაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
როგორი ცოლია კირჩხიბი?
"ჭეშმარიტი ცოლი" ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნის ცოლებს შორის.
მინუსები – ეჭვიანი, მესაკუთრე და ბუტიაა. არ უყვარს ფულის ხარჯვა, მისი დაგროვება ურჩევნია. ასე თავს სტაბილურად და ბედნიერად გრძნობს. წყენას დიდხანს იმახსოვრებს, მის შემოსარიგებლად ყოველ ჯერზე დიდი მონდომება დაგჭირდებათ.
პლუსები – შესანიშნავი დედა და დიასახლისია. შეუძლია სახლში სიმყუდროვისა და სითბოს ატმოსფერო შექმნას, ერთნაირი სიყვარულით ზრუნავს ქმარზეც და შვილებზეც. რბილი და დამთმობია, მამაკაცს თავზე არასოდეს გადაახტება. ყოველთვის ურჩევნია პირველობა ძლიერი სქესის წარმომადგენელს დაუთმოს. მეტიც, მოსწონს როცა მასზე ზრუნავენ.
როგორი ცოლია ლომი?
იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული თუ ხელის გულზე ატარებთ.
მინუსები – ამბიციური, ამაყი და თავნებაა. თვლის, რომ თუ მთელი დედამიწა არა, ქმარი და ქმრის ოჯახის წევრები მაინც აუცილებლად მის გარშემო უნდა ტრიალებდნენ. წყენას ადვილად ვერ პატიობს. ითხოვს მუდმივ ყურადღებას, თაყვანისცემასა და საჩუქრებს.
პლუსები – დიდსულოვანი და გულუხვია, განსაკუთრებით მეგობრების მიმართ. თუ ქმრის მეგობრებიც დაიმეგობრა მათ მიმართაც ანალოგიურად გამოიჩენს გულისხმიერებას. ყოველთვის ფორმაშია, ამიტომ მეუღლეს შეუძლია მისით სახალხოდ მოიწონოს თავი.
როგორი ცოლია ქალწული?
მისი სახით პირად დიეტოლოგს ან პერსონალურ მედდას შეიძენთ.
მინუსები – ზედმეტად პრეტენზიული და პედანტია. ვერ იტანს, როცა ვინმე მის დალაგებულს ურევს. უფრო მეტად ვერ იტანს ფულის უაზროდ ხარჯვას, ამიტომ ყოველ თეთრზე გამოგედევნებათ, თუ თქვენ ბუნებით ხელგაშლილი და მფლანგველი ხართ. არ უყვარს მოუწესრიგებელი ხალხი. შესაბამისად, გაიძულებთ ჰიგიენის ნორმები ზედმიწევნით დაიცვათ.
პლუსები – დაკვირვებული, მზრუნველი და ერთგული ცოლია. მისი სახით კარგ თანაშემწეს და მეგობარს შეიძენთ, რომელიც ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ. იგი არასოდეს გაატანს ფულს ქარს და ყოველთვის ეცდება საოჯახო ბიუჯეტი გონივრულად დაგეგმოს.
როგორი ცოლია სასწორი ?
ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი... ჰაეროვანი, რბილი, სათუთი და ... ეშმაკი.
მინუსები – ზედმეტად მერყევი და ცვალებადია. ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რას იტყვიან სხვები. ზოგადად უჭირს გადაწყვეტილების მიღება. საინტერესოა, ცოლად გამოყოლაზე როგორ დაითანხმეთ?
პლუსები – რბილი, დამთმობი და მოსიყვარულეა. იშვიათად უწევს ხმას და ვერ იტანს ვერანაირი სახის კონფლიქტურ სიტუაციას. ამიტომ მისი მიზეზით ოჯახში კამათს ადგილი არასოდეს ექნება.
როგორი ცოლია მორიელი?
ცოლად მოიყვან ინანებ, არ მოიყვან... მაინც ინანებ. მოკლედ, ჯობია მოიყვანო და ინანო.
მინუსები – მაქსიმალისტი, შურისმაძიებელი და პრინციპულია. არასოდეს ავიწყდება წყენა. შესაბამისად, პასუხს დღეს თუ არა ათი წლის შემდეგ მაინც გაგებინებთ ჩადენილი სისულელის გამო. მესაკუთრე და ეჭვიანია. არ ცნობს ოჯახში დედამთილის ან მულის მონოპოლიას, ამიტომ თქვენი ხათრითაც კი არ წავა ამ დათმობაზე.
პლუსები – სამართლიანი, ერთგული და მტკიცე ხასიათისაა. ამასთან ერთად, უზომოდ სექსუალური. თუ მართლა უყვარხართ თქვენ გვერდით იქნება ნებისმიერი გასაჭირის დროს ისე, რომ არასოდეს შეგაწუხებთ ქალური ჭირვეულობითა და წუწუნით.
როგორი ცოლია მშვილდოსანი?
არის კი საერთოდ ცოლი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით?
მინუსები – ზედმეტად თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია. ვერ იტანს შეზღუდვებს. მიაჩნია, რომ გათხოვების შემდეგაც აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც თავად მოეხასიათება. ძალიან სენტიმენტალური და რომანტიკულია. შეუძლია იტიროს და სახალხოდ გამოგიტყდეთ სიყვარულში, მაშინ როცა ამას საერთოდ არ ელოდებით მისგან. ვერ იტანს საოჯახო საქმეებს. იშვიათად ეხერხება ასევე სამზარეულოში ტრიალი.
პლუსები – ოპტიმისტი, მხიარული და ენერგიულია. შეუძლია თქვენთვის ცოლობასთან ერთად, შესანიშნავი თანამეინახეობის გაწევა ქეიფში და სმაში. ასევე საფეხბურთო მატჩის ყურებისას. ამ შემთხვევაში ხმის ტემბრით, შეიძლება გადაგაჭარბოთ კიდეც როგორც გულშემატკივარმა.
როგორი ცოლია თხის რქა?
თუკი ცოლად მოგყვებათ, ე.ი. თქვენი "გენეოლოგიური ხე" ფესვებიდან ყლორტებამდე ზედმიწევნით აქვს უკვე შესწავლილი.
მინუსები – გარეგნულად ცივი და თავშეკავებულია. იშვიათად ამჟღავნებს გრძნობებს, მით უმეტეს სახალხოდ. ზედმეტად არის მოქცეული ჩარჩოებში. ხშირად ემორჩილება ოჯახის წევრების და საზოგადოების აზრს. მკაცრი და უზომოდ ამაყია.
პლუსები – ერთგული, თავგანწირული ცოლი და დედაა. ყოველთვის მზადაა მეუღლეს გვერდით ამოუდგეს, თუკი ეს უკანასკნელი კარიერას იკეთებს და წინსვლისთვის ბრძოლა არ ეზარება. ხშირად თავადაც იკეთებს კარგ კარიერას. პატივს სცემს მშობლებს, მათ შორის მეუღლის მშობლებსაც.
როგორი ცოლია მერწყული?
არაპროგნოზირებადი, უცნაური და ცოტა არაამქვეყნიურია.
მინუსები – ცვალებადი ხასიათი აქვს. არასოდეს მიაჩნია საჭიროდ ვინმეს საკუთარი საქციელის მოტივები აუხსნას. იქცევა ისე, როგორც მოეხუშტურება. თუმცა არც სხვისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას. სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა და ყოველგვარი სახის წინასწარმეტყველ-მკითხავების. უფრო მეტი, თავადაც სიამოვნებით მკითხაობს.
პლუსები – იშვიათად ადარდებს ურთიერთობისას ოფიციალური სტატუსი (ტვინს არ გაგიბურღავთ კითხვებით, თუ როდის მოიყვანთ ცოლად). ნაკლებად აქცევს ყურადღებას მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობას. არ არის მეწვრილმანე და მეშჩანი.
როგორი ცოლია თევზები?
ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ზვიგენიც თევზისებრთა ნაირსახეობის წარმომადგენელია...
მინუსები – სენტიმენტალური, ემოციური და პერიოდულად ზედმეტად დამთმობია. საერთოდ არ ესმის ფულის ყადრი, ამიტომ საოჯახო ბიუჯეტის მართვას ხუმრობითაც ნუ შესთავაზებთ. მეოცნებე და სენტიმენტალურია. ხშირად ზედმეტად სჯერა იმის, რაზეც ოცნებობს.
პლუსები – მოსიყვარულე, თანამგრძნობი და გულმოწყალეა. წყენას ყოველთვის პატიობს ადამიანებს. თუმცა ზოგჯერ წუწუნი და საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანაც უყვარს, მაგრამ მაინც საოცრად ქალური, ნაზი და მომხიბვლელია.