"ცხოვრობდენენ ისინი დიდხანს და ბედნიერად" - ზოდიაქოს სამი ყველაზე მყარი წყვილი

"ცხოვრობდენენ ისინი დიდხანს და ბედნიერად"  - ზოდიაქოს სამი ყველაზე მყარი წყვილი

რომელსაც მათში პლანეტების ზემოქმედება განაპირობებს. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, არსებობს ხალხი, ვისაც ხასიათების მსგავსება აერთიანებს. ზუსტად ასეთი წყვილები ქმნიან მყარ და ხანგრძლივვადიან ოჯახებს. არსებობს სამი სუპერსტაბილური ასტროლოგიური წყვილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის დაიბადა საუკეთესო ოჯახის ქმნის. ჩვენი სტატისტიკა ზოგადია. თუმცა, სიმართლეს შეესაბამება.

ვერძი და ტყუპი - როგორც წესი, ვერძებს საკმაოდ რთული, კონფლიქტური და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, მხოლოდ ისეთი პიროვნება გაუგებს ვინც მას არც ლიდერობაში შეეცილება, არც ჭკუას ასწავლის და არც მის აგრესიულ გამოხდომებს ჩათვლის საგანგაშოდ. ტყუპის ნიშნით დაბადებული ხალხი კი ზუსტად ასეთია. ტიპური ტყუპი ყველაფერს ზერელედ უყურებს. მას ამქვეყნად იმდენი ინტერესი აქვს, რომ დრო არ რჩება ვინმეზე დიდი ხნით გასაბრაზებლად. ტყუპი ურთიერთობაში კომფორტულები და ლიბერალურები არიან. შესაბამისად, თავნება და ჯიუტი ვერძი ძნელად პოულობს მათთან საჩხუბარ მიზეზს.

კურო და კირჩხიბი - ოჯახის, ფულისა და კარგი საჭმელ-სასმელის სიყვარულია ის უმთავრესი ინტერესები, რომელიც ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს აერთიანებს. კირჩხიბიც და კუროც მზრუნველი, მოსიყვარულე ნიშნებია. ისინი აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს, მატერიალურ სტაბილურობას და კარგ კულინარიულ ტალანტს. ასეთი წყვილი ფანტასტიკურად ეწყობა ერთმანეთს სექსშიც. ამასთან ერთად, მათ ყოველთვის აქვთ საერთო ინტერესები და ძალზე იშვიათად ღალატობენ ერთმანეთს.

მორიელი და ქალწული - მორიელი ეჭვიანი, წინდახედული, ფრთხილი და უნდობელია. ამ ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი თავისაც კი არ სჯერათ ბოლომდე. თუმცა, როცა მათ ჰყავთ გვერდით ქალწულივით პირნათელი, მოწესრიგებული და აბსოლუტურად საიმედო პარტნიორი სიმშვიდე ისადგურებს მორიელის სულში. ქალწული ჭკვიანი და მზრუნველია, რაც მორიელს ჰაერივით სჭირდება. იგი ემოციების კარგად კონტროლს ახერხებს, ამ თვისებითაც არანაკლებ იხიბლება მორიელი, იმიტომ რომ მისთვის მთავარი პარტნიორის საიმედოობა და სიმშვიდეა. ქალწულს გასაოცარი ამტანობა და რაციონალიზმი გააჩნია, რაც მორიელს საშუალებას აძლევს გვერდით არამხოლოდ კარგი საყვარელი, არამედ იდეალური თანაშემწე და თანამოაზრე ეგულებოდეს.