, შესაძლებელია მისი ხასიათის მთავარი შტრიხების დადგენა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ციფრი 1 – ეს ციფრი ლიდერი ადამიანების ციფრია. მას მოეთხოვება ფეხი აუწყოს მზის ენერგიას და მუდმივად იყოს მოქმედებაში. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია გამუდმებით გასცეს და მიიღოს ენერგია გარშემო მყოფთაგან. ამგვარი ურთიერთბალანსის გარეშე იგი დაავადდება ან დეპრესიულ მდგომარეობამდე მივა.
ციფრი 2 – ამ ციფრის ენერგეტიკა მფლობელს მაქსიმალისტური ხასიათის თვისებებითა და რადიკალიზმით აჯილდოვებს. ასეთი ადამიანები გამუდმებით იმყოფებიან ზღვარზე და იშვიათად ახერხებენ ოქროს შუალედის პოვნას.
ციფრი 3 – ამ ციფრის ენერგეტიკა ადამიანს აიძულებს იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი. ნებისმიერი რამ ცხოვრებაში თავისი ხელით აკეთოს და ნაკლებად იქონიოს სხვების დახმარების იმედი. მათგან შესანიშნავი იუველირები, მეწარმეები და კულინარები გამოდიან.