ხასიათის მთავარი შტრიხების დადგენა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
რიცხვი 28 – ამ რიცხვის ენერგეტიკით ძირითადად საკუთარი სფეროს პროფესიონალები და უბადლო ოსტატები იბადებიან. მათ აქვთ ძალა, სრულყოფილებამდე დაიყვანონ საკუთარი ცოდნა და შედევრები შექმნან.
რიცხვი 29 – იდეალისტების და გამოუსწორებელი მეოცნებეების რიცხვია. თუმცა მათ საკმაოდ ხშირად გამოსდით ცხოვრებაში სასურველ მიზანს მიაღწიონ, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოთ ეს სხვებს. ისინი წარმატებით იყენებენ წინაპრების გამოცდილებას და ხშირად ცდილობენ ახლებური სახით გამოიყენონ რჩევები და მეთოდები, რომელიც დრომ გამოსცადა.
რიცხვი 30 – აქტიური, დინამიკური ცხოვრების სტილის მოყვარული ნოვატორების რიცხვია. ამ ადამიანებს უნარი აქვთ, ნებისმიერი პროექტი თუ წამოწყება დაძრან ადგილიდან. მათი ეს ბრძოლისუნარიანობა კი სხვებისთვისაც გადამდები და სტიმულის მომცემია.
რიცხვი 31 – შემეცნებითი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ხალხის რიცხვია. ასეთი ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობს მიიღოს ცოდნა და თვალსაწიერი გაიფართოოს. ეს არის "მარადმწვანე სტუდენტი", რომელიც არ იღლება ახალ-ახალი სფეროების აღმოჩენითა და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ეწაფება ნებისმიერ სიახლეს.