დასვით ნებისმიერი შეკითხვა, აირჩიეთ ნომერი და ნოსტრადამუსის წრე გიპასუხებთ

დასვით ნებისმიერი შეკითხვა, აირჩიეთ ნომერი  და ნოსტრადამუსის წრე გიპასუხებთ

სამკითხაოდ დაგჭირდებათ ქაღალდი, რომელზეც უნდა დახატოთ 21 მონაკვეთი და ჩაწეროთ მასში ციფრები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თითოეულ ციფრს ერთი პასუხი შეესაბამება. ასევე აუცილებელია გქონდეთ ბეჭედი ან ქვა (ძვირფასი ან ნახევრად ძირფასი).

გონებაში დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა, გააგორეთ მონაკვეთებით დაშტრიხულ ფურცელზე ბეჭედი ან ქვა და ის ციფრი, რომელზეც დაჯდება გაგორებული ნივთი, იქნება თქვენს კითხვაზე პასუხის შესაბამისი.

Astrologia

მაგალითად, დასვით კითხვა: "დავოჯახდები თუ

არა უახლოეს 3 წელიწადში?"

გააგორეთ ქვა ან ბეჭედი და წაიკითხეთ პასუხი, რომელიც შეესაბამება ამოსულ ციფრს!

პასუხების გაშიფვრა:

1. დიახ. უარი არ თქვათ დასახულ მიზნებზე: თქვენი ნებისყოფა წარმატების მომტანი იქნება.

2. დიახ. დასახული მიზნის გზაზე წინააღმდეგობები შეგხვდებათ. ამ დაბრკოლებების გადალახვას დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა მიზანს საბოლოოდ მიაღწევთ.

3. დიახ. შედეგი თავბრუდამხვევი იქნება, მაგრამ ნუ დასვამთ უსარგებლო კითხვებს და ნუ დახარჯავთ ამაზე ენერგიას.

4. შესაძლოა. ღრუბლებში ფრენას თავი დაანებეთ, ფხიზლად შეაფასეთ სიტუაცია და გაუშვით წარსული.

5. აუცილებლად. ნოსტრადამუსის წრე გეუბნებათ, რომ არ ღირს გარშემომყოფების აზრზე დაყრდნობა, ყველაფერი თქვენებურად გააკეთეთ.

6. მზად იყავით პრობლემებისთვის. ტყუილად ნუ დაიმშვიდებთ თავს, მიმართეთ დახმარებისთვის ახლობლებს.

7. უცნობია. დატოვეთ ამ ეტაპზე ყველაფერი, როგორც არის. არ ღირს იმ პრობლემებზე დარდი, რაც არ არსებობს.

8. ყურადღებით იყავით. ნუ ენდობით იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ, რადგან უახლოეს მომავალში მოტყუების სერიოზული რისკი არსებობს.

9. აუცილებლად. რეკომენდებულია, დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართოთ.

10. დიახ. იყავით მეტად თავდაჯერებული, ინტუიცია არ გიღალატებთ.

11. ჯერ მოქმედების დრო არ არის. დათმობებზე წადით და დაელოდეთ. ამან შესაძლოა წარმატება მოგიტანოთ.

ყველა პასუხი იხილეთ აქ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?