დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მორიელს

დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მორიელს

. ნუ შეეცდებით მის მოტყუებას, რადგან , როგორც იცით, მის შურისძიებას საზღვარი არა აქვს. ამიტომ, გაუფრთხილდით ერთმანეთს.

მშვილდოსანი ფულსაც ადვილად შოულობს და არც ფლანგვა ენანება. ხალისიანია და მუდამ მზადაა ახალი კონტაქტებისთვის. მასთან ერთად ბევრი მხიარულება გელით. მთავარია, მას საკუთარი პესიმიზმი არ მოახვიოთ და ის თავისი ოპტიმიზმით გაგათბობთ.

თხის რქასთან მორიელს ბევრი საერთო აქვს. ორივე კონსერვატორია, პრაქტიკული, არ უყვართ ემოციების აფიშირება და საიდუმლოებებით სავსე. ერთმანეთის გვერდით შეგიზლიათ ნიღბები ჩამოხსნათ და ისე დატკბეთ ერთმანეთით.

მერწყულთან თქვენი ურთიერთობა ბევრ სიკეთეს მოგიტანთ. იგი დამოუკიდებელი, ინდივიდუალური და მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, სწორედ ამას აფასებთ თქვენ ადამიანებში. მის გვერდით თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ, რადგან მერწყული გასწავლით, როგორ შეხედოთ სირთულეებს მარტივად და როგორ აპატიოთ და დაივიწყოთ.

თევზები აღფრთოვანებულები არიან თქვენით. მნიშვნელოვან მომენტში შეუძლიათ თქვენი მოსმენა, მაგრამ თქვენს კავშირს ის ართულებს, რომ ორივეს სიამოვნებას განიჭებთ "აკრძალული ხილის" მირთმევა.

ვერძი თქვენთვის ზედმეტად ჯიუტია. თქვენ მათ სიმშვიდეს ვერ ასწავლით და შეეგუეთ ამას. გარდა ამისა, ვერძი ყურადღებას არ აქცევს დეტალებს, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის. ვერძი ალალი ადამიანი და თუ რამეს აკეთებს, მხოლოდ თავისი გულკეთილობით. თუ მასზე გაბრაზდებით და მიზეზს არ ეტყვით, სიტუაციას უკიდურესად დაძაბავთ.

კურო თქვენი ოპოზიციური ნიშანია. თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთნაირად ჯიუტები ხართ. ეს რომ არ იყოს, იდეალური კავშირი გექნებოდათ.

ტყუპი თქვენთვის სრულიად ამოუცნობი ნიშანია, – ქარაფშუტა, ჭირვეული, ცნობისმოყვარე. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათთან ერთად კარგად გაერთობოდით და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობთ, ერთმანეთის ამოცნობა საინტერესო იქნებოდა.

კირჩხიბი თვალებში შემოგცქერით. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები. თუ არ გაგაღიზიანებთ კირჩხიბის ცვალებადი განწყობილება და თუ მისგან დაფარული არაფერი გექნებათ.

ლომი დარწმუნებულია თავის უპირატესობაში და ხშირად გიწვევთ ბრძოლაში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალა თქვენ მხარესაა, არ მიიღოთ გამოწვევა. დუმილით უფრო მოიგებთ. სინამდვილეში, მედიდურობის მიღმა ლომის გულჩვილი ხასიათი იმალება. ის მზადაა ნებისმიერს გაუნაწილოს თავისი გულის სითბო და მათ ცეცხლს ცივ წყალს ნუ გადაასხამთ.

თუ სხვა ნიშნებისთვის ქალწული თავისი ცივი გათვლებითა და ჭირვეული ხასიათით მიუღებელია, თქვენთვის საკმაოდ საინტერესოა. ერთმანეთისგან ბევრს ისწავლით. თქვენი ინტუიციითა და ქალწულის ლოგიკით სასწაულებს მოახდენთ.

სასწორი დელიკატურად მიგითითებთ თქვენს უარყოფით თვისებებზე. მთავარია, ნერვებია არ მოუშალოთ თქვენი მანერებით და მასთან ურთიერთობა სიამოვნებად გექცევათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?