დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მშვილდოსანს

დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მშვილდოსანს

თხის რქაც თქვენსავით პირდაპირი და გახსნილი ადამიანია. მათგან შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უნდა ისწავლოთ. თანაც, ის ყოველთვის გამოგიწვდით დახმარების ხელს.

მერწყული თქვენსავით მხიარული და ცნობისმოყვარეა. თქვენგან იდეალური წყვილი დადგება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მერწყულიც თავისუფლებისმოყვარე ნიშანია. ამასთანავე, თქვენგან განსხვავებით, მას ყველა სიტუაციის "ცივი გონებით" გადაწყვეტა შეუძლია.

თევზებს იმ შემთხვევაში დაიმეგობრებთ, თუ მათ მიმართ უხეში არ იქნებით. თევზები დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის განხილვაში, საუკეთესო თვისებების გამოვლენაში, კონფლიქტის მოგვარებაში. არ აწყენინოთ ამ გულჩვილ ნიშანს.

ვერძთან პატიოსნება, გონიერება და მამაცობა გაკავშირებთ. მაგრამ არ გაეჯიბროთ, თორემ, როგორც მეგობარს სამუდამოდ დაკარგავთ და მუდმივ მეტოქეს შეიძენთ. თუ გსურთ მხიარული, ერთგული ხელგაშლილი მეგობარი გყავდეთ, ვერძთან ურთიერთობისას კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

ჯიუტ კუროს დიდხანს ახსოვს წყენა. იგი აფასებს ერთგულებასა და პუნქტუალურობას. თუ შეძლებთ საკუთარი თავის მოთოკვას, კურო თქვენთვის ერთგული, კეთილი, ძლიერი და ჭკვიანი მეგობარი გახდება.

ტყუპი თქვენი ოპოზიციური ნიშანია. იგი თქვენსავით ნაკითხი და ერუდირებული პიროვნებაა. მის გვერდით არ მოიწყენთ. გაგიმართლებთ, თუ ერთ საქმეს შეეჭიდებით. ერთად კარგი გუნდი იქნებით.

მეოცნებე და მგრძნობიარე კირჩხიბმა ერთი შეხედვით, შეიძლება გაგაღიზიანოთ, მაგრამ მისი სახით კარგ მეგობარს შეიძენთ, რომელიც ყოველთვის შეეცდება თქვენს გაგებას და დამშვიდებას. ნუ იქნებით კირჩხიბის მიმართ უხეში და სარკასტული და ისიც თქვენ მიმართ სითბოს გამოხატავს.

ლომს სხვებზე ბრძანებლობა, სხვათა ბედით მანიპულირება მოსწონს. ნუ გააღიზიანებთ მას რჩევებით, თორემ თქვენი მეგობრობა არ აეწყობა. აგრეთვე, ნუ შეეცდებით მისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. გახსოვდეთ, რომ თუ ლომმა მიგიღოთ და გაგიგოთ, მუდამ თქვენი ერთგული იქნება.

თავდაპირველად ქალწული მოსაწყენ, უინტერესო და ხელმომჭირნე ადამიანად მოგეჩვენებათ. ის დისციპლინირებული და კანონმორჩილებია. თუ მას საკუთარ იდეებს გააცნობთ, ის შეცდომების გამოსწორებაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.

სასწორი და მშვილდოსანი განუმეორებელი წყვილია. მათი ოპტიმიზმი და მხიარული განწყობილება გარშემო მყოფებზე გადამდებად მოქმედებს. თქვენს უხეშობას სასწორი დიპლომატიურად შეარბილებს. შეეცადეთ მისთვის ერთგული მეგობარი გახდეთ.

დაარწმუნეთ მორიელი , რომ თქვენი ნდობა შეიძლება და აღარ მოგეჩვენებათ პესიმისტ და მარტოსულ არსებად. მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად იგრძნობთ და გახსოვდეთ, ის თქვენზე კი არ ბატონობს, გმფარველობთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?