დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები ტყუპს

დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები ტყუპს

რომელიც სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ტყუპს უჭირს საკუთარი თავის გაგება და წარმოიდგინეთ, რა დაემართება, თავისნაირთან რომ ჰქონდეს საქმე. გართობით ერთად კარგად გაერთობით. თუმცა, მუშაობითაც კარგად იმუშავებთ, თუ თქვენ "ოთხივეს" საერთო მიზანი გექნებათ.

კირჩხიბს თქვენზე ნაკლები ემოცია და წარმოსახვა არა აქვს, შეიძლება გჯობნით კიდეც. ამასთანავე, საოცრად სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. თუ კირჩხიბის მიმართ მოთმინებას გამოიჩენთ, ერთად იოცნებეთ.

ლომი ერთი შეხედვით ჩანს უხეში და საკუთარ თავზე შეყვარებული. როცა მას თქვენ საუკეთესო თვისებებს დაანახვებთ, კეთილი, ხელგაშლილი და ერთგული მეგობარი გახდება. მაგრამ გახსოვდეთ, ლომი არ გააკრიტიოთ და არც შენიშვნები მისცეთ, თორემ გაჯიუტდება და გაღიზიანდება.

ქალწული თქვენსავით თავისუფლებისმოყვარეა, დანარჩენი საერთო მასთან არ გაქვთ. მაგრამ თუ ერთმანეთის მიმართ ძალიან მომთხოვნები არ იქნებით, თქვენი თანამშრომლობა სიკეთესაც მოგიტანთ. თქვენ ქალწულს მხიარულებასა და სიმსუბუქეს აზიარებთ; ის კი საიმედოობასა და სტაბილურობას მოგიტანთ.

სასწორს ადამიანების ბრბოშიც კი გამოარჩევთ. თქვენ შორის საოცარი მიზიდულობაა. სასწორის დახვეწილ მანერებში ძლიერი სულისკვეთება იმალება. ის მიზანდასახულია, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს დიდხანს არჩევს. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, მიიღეთ ისეთი, როგორც არის, მან ხომ თქვენც ისეთი მიგიღოთ, როგორიც ხართ?..

მორიელი საიდუმლოებებითა მოცული, მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ საიდუმლოებები, მას მაინც ვერ ამოხსნით. მორიელი თქვენთვის ზედმეტად სერიოზული და ღრმაა. მან უნდა იცოდეს თქვენი ყოველი ნაბიჯი, თქვენ კი არ გიყვართ, როცა გაკონტროლებენ. მორიელს შეუძლია გიერთგულოთ, თუ თავქარიანი და ჭირვეული არ იქნებით.

მშვილდოსანი თქვენი ოპოზიციური ნიშანია, მაგრამ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. მათაც უყვართ განმარტოება, ცნობისმოყვარეები არიან, ხშირად ეცვლებათ განწყობილება და გულში მუდამ ახალგაზრდები არიან. დამეგობრებასაც შეძლებთ. მთავარია, თქვენ შორის სიცრუე არ იყოს.

თხის რქა ეგოისტ და უგულო ადამიანად მიგაჩნიათ, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაზე ფიქრობს. უყვარს სტაბილურობა და კონკრეტულობა, ანუ, ყველაფერი ის, რასაც თქვენ უარყოფთ. მაგრამ აფასებს თავისუფლებას და მას არც თქვენ შეგიზღუდავთ. თუ თხის რქის მიმართ ერთგული იქნებით და გასაგებად ჩამოაყალიბებთ თქვენს სურველებს, თხის რქა თავის შინაგან სამყაროში შეგახედებთ.

მერწყულთან

დროს მხიარულად გაატარებთ. ის ერთდერთია, ვისაც ესმის თქვენი, მაგრამ ამასთანავე, კონსერვატორია და თქვენს გამო საკუთარ შეხედულებებზე უარს არ იტყვის. მერწყულისთვის აუცილებელია თქვენი გულწრფელობა და მეგობრობა.

თევზებისთვის თქვენ ისეთივე გამოცანა ხართ, როგორც ისინი თქვენთვის. მათ გვერდით სიბრძნეს, მოთმინებასა და სიმშვიდეს ისწავლით. მაგრამ მოწყენილობა გაგტანჯავთ. თუ თევზების გასაჭირის გამზიარებელი გახდებით, ისინიც გვერდით დაგიდგებიან. შეეცადეთ გაუგოთ მათ. ინტელექტულური დონეზე ნაყოფიერად იმუშავებთ ერთად.

ვერძი თქვენსავით მუდამ გულით ახალგაზრდა და იდეებით აღსავსეა. მაგრამ თქვენს გამოხდომებს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს. ვერძი ზოგისთვის უხეში და ტრაბახაა, ზოგისთვის – მხიარული, თამამი და კეთილმოსურნე. თქვენ ორივეს არ გყოფნით ნებისყოფა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, თუმცა, იდეები ორივეს შესანიშნავი გაქვთ.

კურო ვერ აიტანს თქვენს თავქარიანობას, გულმავიწყობასა და დაუდევრობას. თავად ძლიერი, ერთგული და ძლიერია. თუმცა, გულის სიღრმეში, საოცრად ფანტაზიორი და მგრძნობიარე. ყური დაუგდეთ მის სიტყვებს, ერთად ბევრის მიღწევას შეძლებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?