თუმცა, მაინც აქვთ ზოგადად დეკემბერში დაბადებულ ადამიანებს გარკვეული თვისებები, რომლის გამოც მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასიამოვნოა გარშემო მყოფებისთვის.
ამ პერიოდში მხიარული, ენერგიული, ოპტიმისტი ადამიანები ევლინებიან ქვეყანას. ამ ადამიანებს უყვართ კომფორტი, გემრიელად ჭამა-სმა და ბუნებაში ხეტიალი. ამასთან ერთად, აფასებენ წესრიგსა და პატიოსნებასაც. ისინი ამაყი, საკუთარი ღირსების შეგრძნებით სავსე ხალხია. გარეგნულად ეს ადამიანები მშვიდად და გაწონასწორებულად გამოიყურებიან. თუმცა, შინაგანად მათში ემოციურობის კოცონი მძვინვარებს. მათ უყვართ ხელოვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად შეხვდებით ამ ადამიანებს შორის მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს ან მსახიობებს. ეს ადამიანები გულმოდგინედ მალავენ საკუთარ პირად ცხოვრებას გარეშე თვალისგან.
1. ერთგულება - დეკემბრის ადამიანები ყოველთვის ერთგულები არიან მეგობრობაში, საქმესა და სიყვარულში. მათ ასევე ახასიათებთ საკუთარი პრინციპების ერთგულება.
2. ოპტიმიზმი - როგორც წესი, "დეკემბრისებს" გასაოცარი ოპტიმიზმი გამოარჩეთ სხვებისგან. ეს ის ხალხია, რომელსაც დაუღალავად სჯერა უკეთესი ხვალინდელი დღის.
3. ქარიზმატულობა - დეკემბრის ადამიანებს ყოველთვის გააჩნიათ გარკვეული ქარიზმა და მომხიბვლელობა, რომლის მეშვეობითაც მათთან ნაცნობობა ნებისმიერისთვის დაუვიწყარი იქნება.