დადებითი პერიოდია ოჯახური ურთიერთობების დალაგებლად. სახლში რემონტის დასაწყებად. დიეტის ან გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ზოგადად, ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადასასვლელად.
ნეგატიური ასპექტები
იმატებს სხვებით მანიპულირების მოთხოვნილება. გაძლიერებულია გარშემო მყოფების აზრის იგნორირების სურვილი. საკუთარი „მეს“ გადამეტებულად აღქმისა და გამოხატვის მცდელობა იმდენად დიდია, რომ ამან შესაძლოა პრობლემები შექმნას როგორც პირადი ურთიერთობების, ისე ბიზნესის კუთხით. გართულებულია სასამართლო დავის, ქონებრივი მართვის საკითხების გადაჭრა.
არასასურველი დღეა სადაზღვევო საქმიანობისთვის. კაპიტალის დაბანდებისთვის. გამორიცხული არ არის კოლეგებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბევრმა ადამიანმა პროფესიული მიმართულება ან პრიორიტეტები შეიცვალოს.