განსაკუთრებული ხასიათის შტრიხები და ფსიქოლოგიური მახასიათებლები გააჩნია. ამიტომ ის, რაც ერთისთვის წვრილმანია, მეორესთვის შესაძლოა დიდი პრობლემა და ტრაგედია იყოს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ე.წ. აკრძალული თემები, რომელზეც არასოდეს უნდა ეხუმროთ და მიუთითოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს თუ არ გინდათ ეს ადამიანი სამუდამოდ დაკარგოთ.
ვერძს არასოდს უთხრათ, რომ ის რამეს ვერ შეძლებს, რომ ვინმე მასზე უკეთესია, რომ დამარცხდება.
კუროს არასოდეს უთხრათ, რომ თქვენი ფინანსები საერთოა, არასოდეს შეეხოთ მის საკუთრებას, არასოდეს დააგვიანოთ და გატეხოთ
მიცემული სიტყვა მისთვის.
ტყუპს არასოდეს უთხრათ, რომ გაჩუმდეს, რომ მისი მონაყოლი უინტერესოა, რომ ვიღაცამ მასზე ადრე გაიგო ახალი ამბავი.
კირჩხიბს არასოდეს უთხრათ, რომ მისი ოჯახის წევრები ცუდები არიან, ნურასოდეს მიმართავთ უხეში ტონით, როცა საკუთარ გრძნობებზე გიყვებათ არასოდეს უსმინოთ "ცალი ყურით".
ლომს არასოდეს უთხრათ, რომ მეორეხარისხოვანია, რომ ვინმე მასზე მეტი პოპულარობის ღირსია, რომ იგი არცთუ ისე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში.
ქალწულს არასოდეს უთხრათ, რომ პრობლემებს თავს ვერ აბამს, არ მისცეთ ამაო დაპირებები, არასოდეს არიოთ მისი დალაგებული.
სასწორს არასოდეს უთხრათ, რომ უსამართლოა, ყოველთვის ესაუბრეთ ტაქნიანად. ნაკლებად გამოიყენეთ ჟარგნონი და აგრესია.
მორიელს არასოდეს ჩაუძვრეთ სულში, ნუ გამოხატავთ მასთან ზედმეტ სიყვარულს და მოფერებას, არასოდეს აჩვენოთ, რომ მასზე ძლიერი ხართ.
მშვილდოსანს არასოდეს უთხრათ "შენ ვალდებული ხარ"! არასოდეს გააკრიტიკოთ მისი მეგობრები, პატივი ეცით მის შეხედულებებს და ოცნებებს.
თხის რქას არასოდეს უთხრათ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, არ დასცინოთ მის სამსახურს და პროფესიულ მიღწევებს, მოწიწებით მოეპყარით მის მშობლებს.
მერწყულს
არასოდეს უთხრათ, რომ ვიღაცას ჰგავს, ნურასოდეს აიძულებთ იყოს "ნორმალური" ანუ ისეთი, როგორც სხვები, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას და ნუ იეჭვიანებთ მასზე.
თევზებს არასოდეს უთხრათ, რომ უგულოა, ემოციებს ვერ გამოხატავს ან არ შეუძლია სხვის მდგომარეობაში შესვლა.