დრო როცა პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ - დღეს ახალმთვარეობაა

დრო როცა პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ - დღეს ახალმთვარეობაა

ეს ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან. ასეთი მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. დიახ ზუსტად ხვალ ახალმთვარეობა გვაქვს სასწორის ♎ ზოდიაქოს ნიშანში. აკონტროლეთ ემოციები და მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი ურთიერთობებში იქნება ეს პირადი, საქმიანი თუ მეგობრული. სასწორის ყველაზე სამართლიანი ნიშანია. შესაბამისად, ხვალ სამართლიანობის თემა ზოგადად აქტუალური იქნება. კარგად დააკვირდით, საკუთარი პოზიციების დაცვისას ვინმეს უფლებები რომ არ შელახოთ. გამოიყენეთ მაქსიმალური ტაქტი და დიპლომატია ნებისმიერ, რთულ სიტუაციაში (რომელიც დიდი ალბათობით არაერთგზის იქნება დღის მანძილზე).

შესანიშნავი დღეა დიეტის ან გამაჯანსაღებელი პროცედურების დასაწყებად. ქალბატონებს შეუძლიათ შეიცვალონ იმიჯი, თმის ფერი, ვარცხნილობა. სასწორი პარტნიორობის სიმბოლოა - ამიტომ ხვალინდელი დღე საუკეთესოა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ და გაანალიზოთ, რა სახის პარტნიორული ურთიერთობები გჭირდებათ და რა სახის ურთიერთობებში - პირიქით იტანჯებით? ზუსტად ხვალ შეგიძლიათ საბოლოოდ გაანალიზოთ რას გასცემთ და რას იღებთ სანაცვლოდ და მოგწონთ კი ასეთი ბალანსი?

დაფიქრდით იმაზე, რისი მიღებაც გსურთ გარშემო მყოფებისგან, გაეცით ზუსტად ის ემოციები და საქციელი რასაც ელით რომ გარშემო მყოფები უნდა აკეთებდნენ თქვენთვის. მერწმუნეთ, თუკი ამგვარ ბალანსზე დაფიქრდებით ხვალ, მომავალში თქვენი პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯობესდება.

სიმშვიდეს გისურვებთ და რაც მთავარია, სიყვარულის ღიად, აშკარად გამოხატვას - სასწორი ხომ ყველაზე უფრო მოსიყვარულე ნიშანია. Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?