სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ალვის ხე
4 თებერვლი - 8 თებერვალი; 5 აგვისტო - 13 აგვისტო
საშუალოზე მაღალი, ხშირად ახმახიც კია. თუმცა ვიზუალურად ყოველთვის დახვეწილად და მოვლილად გამოიყურება. პანიკურად ეშინია სიბერის, რის გამოც ადრეული ასაკიდან იწყებს სხეულის იდეალურ ფორმებზე ზრუნვას. თუმცა ამ შინაგანი შიშის გამო რომ უფრო მალე ბერდება ამას ძნელად აცნობიერებს. როგორც წესი, ამ შიშების გადალახვაში, ოპტიმისტი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ეხმარება. ამიტომ ალვის ხისთვის მნიშვნელოვანია ის თუ ვის აირჩევს ცხოვრების თანამგზავრად ან სულაც საქმიან კომპანიონად.
ეს ადამიანები ძნელად იტანენ საცხოვრებელი ადგილის ცვლას. ალვა აზიზი და პრეტენზიულია, ამიტომ ყველგან ვერ "ხარობს". იგი ხშირად იტანჯება ისეთ სიტუაციაში, როცა არ აქვს საშუალება თავად შეარჩიოს ხალხი ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებს და თრგუნავს ის, რომ სამსახურეობრივი საქმეების გამო, უწევს ეკონტაქტოს მომაბეზრებელ ადამიანებს.
ზედმეტად აქცევს ყურადღებას წვრილმანებს, ამიტომ ხშირად ვარდება ისტერიკაში აბსოლუტურად უმიზეზო და უსაგნო პრობლემების გამო. მისი მიდრეკილება სისუფთავისა და წესრიგისადმი, ზოგჯერ მანიაკალურ დამოკიდებულებაშიც იზრდება.
ბუნებით რისკიანი და მებრძოლია, ამიტომ ნეგატიურ სახასიათო შტრიხებს ამით უკეთებს კომპენსირებას. ახასიათებს მიზანსწრაფულობა და საქმისდმი პრინციპული მიდგომა. კარგად შეუძლია ემოციების კონტროლი, ამიტომ როცა ნერვიულობს ნაკლებად შეამჩნევს ამას ვინმე მისი გამომეტყველებით.
უფრო ალტრუისტია ვიდრე მატერიალისტი. თუმცა, ამასთან ერთად, კარგი ორგანიზატორული უნარებიც გააჩნია და ნოვატორულ ხედვასაც სწყალობს.
პირად ურთიერთობაში რთული პარტნიორია. ქორწინებაში მეუღლისგან სრულ მორჩილებას ითხოვს, მაშინ როცა თავად იგივე კონტროლს მეორე ნახევრისგან არასოდეს აიტანს. შეუძლია საკმაოდ მკაცრი შურისძიება, თუკი საყვარელმა ადამიანმა მისი იმედები გააცრუა.