ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
არყის ხე - 24 ივნისი
მოქნილი, არტისტული და ძალზე ქარიზმატული პერსონაა. ხშირად სარგებლობს დიდი პოპულარობით საზოგადოებაში და სამეგობროში. შეუძლია იყოს დელიკატური, დიპლომატიური და თავშეკავებული, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. იშვიათად იცის სხვებისთვის თავზე საკუთარი აზრების მოხვევა. ზოგადად არაფერს ითხოვს, არ არის კატეგორიული და ამით ყოველთვის მოგებული რჩება ცხოვრებაში.
მშრომელი ადამიანია. უყვარს, როცა საკუთარი გარჯით იწყობს ცხოვრებას. სიამოვნებით იცხოვრებდა სოფელში ან ქალაქგარეთ. თუმცა, ქალაქის საცხოვრებელ პირობებსაც წუწუნის გარეშე ეგუება.
სენტიმენტალურია და არ ერიდება საკუთარი ემოციების გამოვლენას პარტნიორებთან. როგორც პარტნიორი ძალზე მოსიყვარულე და თბილია. ოჯახში გასაოცარი სიმყუდროვისა და სიმშვიდის შექმნა შეუძლია. ამიტომაც აფასებენ მას მეორე ნახევრები. არ უყვარს დრამა და კონფლიქტები. თუმცა, ისეც ხდება, რომ უჭირს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და საკმაოდ ზარალდება ოჯახურ გარჩევებში.
კარგი წარმოსახვის უნარი და ფანტაზია გააჩნია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ნებისმიერ საქმეში ბოლომდე იხარჯება. მოსწონს კრეატიული მიდგომა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს განსხვავებულს. ძირითადად სახელოვნებო სფეროში პოულობს თავის მოწოდებას. ამ ადამიანებს შორის ბევრი მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, ტანსაცმლის ან ლანდშაფტის დიზაინერი გვხვდება.