ირლანდიისა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ცაცხვი
11 - 20 მარტი; 13 -22 სექტემბერი
საოცრად მომხიბვლელი, ქარიზმატული და კომუნიკაბელურია. შეუძლია ნებისმიერს დაახვიოს თავბრუ. ოცნებობს კომფორტულ, ყველაფრით უზრუნველყოფილ მომავალზე. თუმცა, რეალურად ვერც კი აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის მეორეხარისხოვანი შეიძლება იყოს. ადვილად ეგუება ახალ გარემოს და ადამიანებს. მისთვის საკმარისია ჭერი ეგულებოდეს თავზე და საკვები - საარსებოდ.
ერთი შეხედვით ტოვებს უნებისყოფო, ცოტა მშიშარა ადამიანის შთაბეჭდილებას. თუმცა პერიოდულად სიმამაცის გამოჩენაც შეუძლია, თუკი ვინმე მის პირად ინტერესებს და თავმოყვარეობას შეეხო. ხშირად უჭირს რისკი, ამიტომ ცხოვრების დიდ ნაწილს მოწყენილობასა და რუტინაში ატარებს. ხშირად წუწუნებს ამის გამო, მაგრამ რეალურად არც არაფერს აკეთებს სიტუაციის შესაცვლელად.
ქება და კომპლიმენტები მისი აქილევსის ქუსლია. ასეთ დროს სიფრთხილეს კარგავს და მარტივად სამანიპულაციო ობიექტი ხდება.
მომთმენი და კომფორტული თანამოსაუბრეა, ამიტომ მასთან ურთიერთობისას ადამიანები სიმშვიდეს გრძნობენ. ამასთან ერთად, მისთვისაც ჰაერივით საჭიროა ხალხთან ხშირი კონტაქტი. თუ იგი პედაგოგის, ფსიქოლოგის ან ექიმის პროფესიას აირჩევს, ასე საკუთარი ხასიათის ნეგატიურ თვისებებსაც კარგად დაამუშავებს და სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის როგორც კარგი პროფესიონალი.