დრუიდების ჰოროსკოპი - კაკალი 21 - 30 აპრილი; 24 ოქტომბერი- 2 ნოემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი -  კაკალი  21 - 30 აპრილი; 24 ოქტომბერი- 2 ნოემბერი

სახლობდნენ. მათ სჯეროდათ რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

კაკლის ხე 21 - 30 აპრილი; 24 ოქტომბერი - 2 ნოემბერი

გარკვეულწილად სნობი და მანერულია გულის სიღრმეში. ნაკლებად მოსწონს ბუნებრიობა თუკი მასში არ არის დახვეწილობა და სტილი. რეალურად კი კაკალი შინაგანად საკმაოდ მერყევი და ემოციურია, მისთვის საზოგადოებაში იმიჯის შექმნა ფაქტობრივად ერთ-ერთი მეთოდია "თავდასაცავად". იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან ეშინია დაცინვის და კრიტიკის.

პერიოდულად პრეტენზიული, მერყევი და აგრესიულიც კია თუკი ვინმე მისი კომფორტის ზონაში შეიჭრა და დღის წესრიგი დაურღვია. თუმცა, ასევე შეუძლია იყოს კარგი მასპინძელი და სასიამოვნო თანამოსაუბრე, თუ რა თქმა უნდა, ხასიათზეა და განწყობა უწყობს ამაში ხელს.

ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულებაც ორსახოვანია. ვიღაცასთან იქნებ ერთგული და სტაბილურიც იყოს, მაგრამ ვიღაცის მიმართ აბსოლუტურად შეუწყნარებელი და მკაცრი იქნება.

ზოგჯერ გაურკვეველია რა პრინციპებით ირჩევს იგი ადამიანებს, უშვებს გულთან ახლოს ან პირიქით თავიდან იცილებს მათ. ყველაფერი მის წუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული. განწყობა და შეხედულებები კი კაკალს ძალზე ხშირად ეცვლება. თუ დაფიქრდება გულის სიღრმეში თავადაც აღიარებს, რომ ხშირად უბრალოდ მოსწონს ცხოვრების გართულება, როგორც საკუთარი თავისთვის ისე სხვებისთვის. თუმცა, რეალობაში დანაშაულს და ნაკლოვანებებს სახალხოდ ეს ადამიანი არასოდეს აღიარებს.

სიყვარულში რთული და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი პარტნიორია. შეუძლია უმიზეზოდ დაიჭიროს დისტანცია საყვარელ ადამიანთან. საიმისოდ, რომ მისი მართვა შეძლოს, პრინციპული და ძალზე მყარი ფსიქიკის ადამიანია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კაკალი უბრალოდ და მარტივად მიატოვებს მას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?