ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსითა და განვითარებისთვისაც, როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ვაშლის ხე
22 დეკემბერი - 1 იანვარი, 25 ივნისი - 4 ივლისი
იშვიათადაა მაღალი ან წარმოსადეგი. თუმცა კომპაქტური აღნაგობა აქვს და საერთო ჯამში ყოველთვის სიმპათიურია. ფლირტის მოყვარული და ქარიზმატულია. არასოდეს უჩივის თაყვანისმცემელთა სიმცირეს. მის ცხოვრებაში როგორც წესი, ბევრი რომანია.
ბუნებით სენტიმენტალური და მეოცნებეა. ხშირად უჭირს გაერკვეს იმაში ვინ უყვარს და ვისთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. არცთუ იშვიათად ქორწინებდა დაუფიქრებლად ან უბრალოდ ეცოდება პარტნიორი. როგორც პარტნიორი ერთგულია, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ქორწინება სამოქალაქოა მხოლოდ და არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს.
მრავალმხრივი და ნიჭიერია, ხშირად შემოქმედებითი პოტენციალით სავსე. იშვიათად გამოირჩევა მერკანტილურობით. არის ძალიან გულუხვი და კეთილი. ნაკლებს ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ყოველთვის აწმყოთი ურჩევნია ცხოვრება. ამიტომ ხშირად სდებენ მას არაპრაქტიკულობასა და დაუკვირვებლობაში. არცთუ იშვიათად იღებს ვალებს და შემდეგ ავიწყდება მათი დაბრუნება. თუმცა, ეს არასოდეს მოსდის ბოროტი განზრახვით. სამაგიეროდ, თავადაც მზადაა ნებისმიერის დასახმარებლად ყოველგვარი ანგარების გარეშე.
ცნობისმოყვარე, ინტელექტუალური აზროვნების მქონე ინდივიდია, უყვარს კითხვა. ხშირად აღწევს წარმატებას ლიტერატურულ ან თეატრალურ სარბიელზე.