ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
სოჭი
2 იანვარი / 11 იანვარი; 5 ივლისი / 14 ივლისი
ცივი სილამზე აქვს, ბუნებით მკაცრი და მოწესრიგებულია. უყვარს, როცა ყველაფერი გათვლას და გარკვეულ გრაფიკს ემორჩილება. სპეციფიკური ჩაცმის სტილი გააჩნია. მოსწონს უცნაური აქსესუარები და ვარცხნილობა. ხშირად ინტერესდება სიძველეებით და ვინტაჟით. ერთობლივი ცხოვრებისას რთულად თავსებადი პარტნიორია. თავისი წესები გააჩნია და უნდა რომ ყველა დაემორჩილოს ან უკეთეს შემთხვევაში ხელი არავინ შეუშალოს.
შინაგანად ცოტა მარტოსული და ცივია. დიდ კოლექტივშიც შეუძლია იპოვოს განდეგილის ადგილი და განმარტოვდეს. გონიერი, გამჭრიახი და ნაკითხია. მაგრამ იშვიათად ახასიათებს სახალხოდ საკუთარი აზრის მტკიცება ან დემაგოგია. ბუნებით საშინლად ამაყია, იცის საკუთარი თავის ფასი. მიზანსწრაფულად ეკიდება პროფესიული წინსვლის საკითხს, იშვიათად უხვევს არჩეული გზიდან და ცდილობს მაქსიმალურ პროფესიონალიზმს მიაღწიოს.
სიყვარულში მომთხოვნი, ჯიუტი და პრინციპული პარტნიორია. ხშირად სდებენ პარტნიორები მას ბრალს ეგოისტურ მიდგომაში, რაც ნაწილობრივ დიახაც რომ მართალია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დიდი სიყვარულიც ეწვევა, ასეთ დროს გასაოცარ გმირობაზეა წამსვლელი.
ანალიტიკური აზროვნების უნარი და გამომძიებლის ტვინი აქვს. ამ ხალხისგან შესანიშნავი მეცნიერები, მკვლევარები, კრიმინალისტები და ფარმაცევტები გამოიდიან.