ეგვიპტური ჰოროსკოპი - ანუბისი

ეგვიპტური ჰოროსკოპი - ანუბისი

ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:

ანუბისი 8-27 მაისი, 29 ივნისი - 13 ივლისი

ღმერთი-ტურა იგივე მკვდართა მეფე. მიჩნეული იყო, რომ ანუბისი გარდაცვლილებს მიაცილებდა იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შესახვედრად. ხშირად მას ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე ვხვდებით როგორც გარდაცვლილთა ბალზამირების პროცესის უშუალო მონაწილეს. იგი განაგებდა დაკრძალვისა და მუმიფიკაციის თემას ასევე. შემდგომ კი თავმჯდომარეობდა სულის განკითხვის პროცესს იმქვეყნიური და ამქვეყნიური ცხოვრების გზასაყარზე. იყო გარდაცვლილთა სულების ე.წ. "ადვოკატი" – დამცველი და მფარველი.

ადამიანები, რომლებიც ანუბისის გავლენის ქვეშ ევლინებიან ქვეყანას, განსაკუთრებული იუმორისა და ოპტიმიზმის დონით არიან დაჯილდოებულნი. მათ აქვთ ძალა, ნებისმიერი სირთულის პრობლემაზე მოახერხონ ხუმრობა და იუმორით შეხედონ ზოგადად თავს დატეხილ სირთულეებს. თუმცაღა, ძალზე ხშირად ისინი შავი იუმორის დიდოსტატები უფრო არიან, ვიდრე მხიარული ხუმარები. ამ ადამიანებს ე.წ. "ბუს ტიპის" ინდივიდები განეკუთვნებიან, მათ უმრავლესობას დღისით ძილი და ღამით მუშაობა ურჩევნია. ნაკლებად არიან მიდრეკილნი ხმაურიანი გართობისკენ და განმარტოებით ყოფნა ურჩევნიათ მუდმივ კომუნიკაციას ხალხთან. სამსახურეობრივი კუთხით ისეთ სფეროებში აღწევენ წარმატებას, სადაც მუშაობის დროს სრული თავისუფლება და მაქსიმალური იზოლაციაა შესაძლებელი. აქვთ კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და ამას ზოგჯერ სხვებზე მანიპულაციის კუთხითაც ოსტატურად იყენებენ. ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარული იციან და თუ ვერ შეხვდნენ მონათესავე სულს, ხშირად მარტო დარჩენას ამჯობინებენ იმიჯისა და სტატუსის გამო დაოჯახებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?