ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ბასტატი 14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი
ქალღმერთი – კატა ანუ ბასტატი ეგვიპტელებს სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთად ჰყავდათ მიჩნეული. იგი ძველ ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე კატისთავიანი (ან ლომისთავიანი) გრაციოზული ქალის სახით გვხვდება გამოსახული. ბასტატის მმართველობაში მყოფ ადამიანებს გასაოცარი მომხიბვლელობა და თანდაყოლილი შარმი გააჩნიათ.
მათი კიდევ ერთი მახასიათებელი თვისებაა კარგი ინტუიცია და საზოგადოებაში, სიტუაციით სწორად ლავირების შესანიშნავი ნიჭი. ბასტატები იდეალური დედები და ცოლები არიან, მამაკაცებს კი კარგი კარიერული წინსვლის შანსები გააჩნიათ ყოველთვის, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც ქალების საჭიროებას შეეხება ან საქმეში ბევრი ქალია ჩართული.
ამ ხალხისგან გამოდიან კარგი მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები, ფლორისტ-დიზაინერები, მოდელიერები ან სტილისტები. ბასტატები კარგად ერკვევიან ტანსაცმლის დიზაინში, სახელოვნებო სფეროებში, კულინარიასა და მუსიკაში.
მათი ხასიათის უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნიჭი ნებისმიერს დაეხმარონ სტრესის მოხსნაში, მათთვის დამახასიათებელია გასაოცარი, დადებითი ბიოველი, რომლის ხარჯზეც ბასტატთან საუბრისას ადამიანები თავს მყუდროდ და დაცულად გრძნობენ.