ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ტოტი – 1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი
ეს ღმერთი ეგვიპტელებს "ვერბალური მაგიის" ქურუმად მიაჩნდათ. ტოტი მწიგნობრობის, მეტყველების კულტურის დ მენტალური კომუნიკაციის "კურატორი" იყო მათთვის. იგი ოსირისის მრჩეველი გახლდათ. ორატორული ხელოვნების ღმერთი. მას მიაწერდნენ ღმერთების ჟამთააღმწერის სტატუსს. მიაჩნდათ, რომ იგი ასევე ფლობდა დროში გადაადგილების ნიჭს და გააჩნდა ვარსკვლავთმრიცხველისა და მკურნალის მონაცემები.
ადამიანები, რომელთაც ტოტის მმართველობაში უწევთ დაბადება, გამოირჩევიან დეტალებისადმი უზომო ყურადღებიანობით, კრიტიკული ანალიზისა და დაკვირვების უნარით. გასაოცარი ლოგიკური აზროვნებით და ჰიპნოზის ნიჭით. მათი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ერთდროულად პრაგმატულებიც არიან და ინტუიტიურებიც. რის ხარჯზეც ყოველთვის ახერხებენ ნებისმიერის დარწმუნებას და გადმობირებას. ამიტომ როცა ტოტის მმრართველობაში მყოფი თვალებში გიყურებთ მისთვის უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. მათგან შესანიშნავი ფსიქოლოგები, ექსტრასენსები, ასტროლოგები და მედიუმები გამოდიან. როგორც პარტნიორი ტოტი ძალზე კომფორტულია, მას აქვს ნიჭი პარტნიორს თავი საჭიროდ და ერთადერთად აგრძნობინოს, რის ხარჯზეც ეს უკანასკნელი ვერ ან ძალიან გვიან ამჩნევს მის ნაკლოვანებებს.