ეგვიპტური ჰოროსკოპი: რას გიმზადებთ შემოდგომა და როგორ უნდა მოიქცეთ?

ეგვიპტური ჰოროსკოპი: რას გიმზადებთ შემოდგომა და როგორ უნდა მოიქცეთ?

ნილოსის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იმპულსურები. მიუხედავად ამისა, ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ სფეროს, ეგვიპტური ჰოროსკოპის თანახმად, შემოდგომას დადებითი მუხტით გაატარებენ, მათ გვერდით ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავს მშვიდად და ბედნიერად აგრძნობინებენ. გამჭრიახობა მართებთ სამსახურში, ნუ გაებმებით კოლეგების მახეში, სამუშაო პერიოდში გადადეთ ყველაფერი და კონცეტრირდით მხოლოდ საქმეზე.

ამონ რა (8–21 იანვარი, 1–11 თებერვალი)

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები საოცარი ორატორული ნიჭითა და ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან, მათი უმეტესობა პროფესიონალი დიპლომატია. კარგი იქნება თუ შემოდგომას საღამოობით მეგობრებთან ერთად გაერთობით, ეს დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე და საქმეს მეტი შემართებით მოეკიდებით. თუ არ იზარმაცებთ, ზამთრის დადგომამდე სამსახურში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ნუტი ( 22–31 იანვარი, 8–22 სექტემბერი)

ქალღმერთი ნუტი სიმკაცრის განსახიერებაა. ის საკმაოდ მომთხოვნი და პროგრესულად მოაზროვნეა. ამ პერიოდში დაბადებულები შორს არიან რომანტიკისგან, თუმცა ამ შემოდგომას მიძინებული გრძნობები გაიღვიძებს და მათი ნაწილი რომანტიკოსი გახდება. ეგვიპტური ჰოროსკოპი გირჩევთ: დისტანცია დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე იმედი გაგიცრუათ, თუ კვლავ გაუწოდებთ დახმარების ხელს ისევ გაწბილდებით.

გები

(12–29 თებერვალი, 20–31 აგვისტო)

ამ ნიშნის წარმომადგენელი საუკეთესო მრჩეველია. საუკეთესო მეგობარია, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ, სწორედ ამიტომ ნდობას იმსახურებენ. შემდგომას ხშირად მოგადგებიან დახმარების სათხოვნელად. იმდენად ხშირი აღმოჩნდება გულგატეხილი მეგობრების ვიზიტი, ბიზნესად ქცევის სურვილიც შეგიპრობთ. ნუ დაიხევთ უკან ნებისმიერ საქმეს, რომელსაც მარტში მოეკიდებით წარმატებით განახორციელებთ.

ისიდა (11–31 მარტი, 18–29 ოქტომბერი, 19–31 დეკემბერი)

შემოდგომას ოჯახში დაძაბულობაა მოსალონდელი, მოგიწევთ საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საქმის მოგვარება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სირთულეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება. ისინი ვინც დაოჯახებულები არ არიან, შემოდგომის პირველ ნახევარში განმარტოებას გადაწყვეტენ და ქალაქგარეთ გაემგზავრებიან.  შემოდგომის ბოლოს მოსალონდელია ახალი მეგობრების შეძენა და სამსახურის გამოცვლა.

ოსირისი (1–10 მარტი, 27 ნოემბერი – 18 დეკემბერი)

თუ კი სამსახურიდან განთავისუფლება გემუქრებათ, ნუ შეშინდებით, დროის ამ შუალედშიდ დაბადებული ადამიანებს შემოდგომა სიურპრიზებს უმზადებს. სოლიდურ თანხას მიიღებთ საზღვარგარეთიდან და ეს საკუთარი საქმიანობის წამოწყებისკენ გიბიძგებთ. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ახალ საქმეში ექსპერიმენტები არ გამოგადგებათ. გამოიყენეთ უნიკალური შანსი და კარგად დაფიქრდით უმნიშვნელო დეტალზეც კი.

თოტი ( 1–19 აპრილი, 8–17 ნოემბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი შემოდგომა  მხოლოდ სიყვარულზე იქნებიან გადართულები. მოსალოდნელია შერიგება ყოფილ შეყვარებულთან, ის ყველანაირად ეცდებ,ა რომ განაახლოს თქვენთან ურთიერთობა. კარგად დაფიქრდით, გრძნობებს ნუ აჰყვებით, გულთან ერთად გონებასაც მოუსმინეთ. კარგი იქნება თუ შემოდგომას ფიქრს და სხვადასხვა საკითხის განაალიზებას დაუთმობთ.

ანუბისი ( 8–27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი)

შემოდგომას ანუბისი განმარტოებას ამჯობინებს და ხმაურიან ადგილებს აღარ ეწვევა. შემოდგომას უცხო გარემოში ადაპტაცია მოუწევთ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებას შემოგთავაზებენ. უარს ნუ იტყვით! დროა ისწავლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა. ტრენინგი და უცხო ხალხთან ურთიერთობა, დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები.

სეთი ( 28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი)

შემოდგომის პირველი ორი კვირა წარსულში დაბრუნებად გექცევათ. ყველაფერი რაც სიახლეს უკავშირდება შეფერხდება, როცა იმედგაცრუება შეგიპყრობთ მიაუშრეთ უახლოეს მეგობარს, ის იზრუნებს თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე.

ბასტეტი (14–28 ივლისი, 23–27 სექტემბერი, 3–17 ოქტომბერი)

სოციალური აქტივობების თვეები გელოდებათ ამ შემოდგომას, ხშირად ივლიათ გასართობ ადგილებში, მარტოხელა ბასტეტები ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან. შესაძლოა,  ეს პიროვნება მეგობისგან გაიცნოთ. დრო დაუთმეთ საკუთარი თავის სიამოვნებას, თავი შეიკავეთ ბიზნესის წამოწყებისგან. ახალი გეგმების განხორციელება შემდეგ თქვეს მიანდეთ. შემოდგომას მოულოდნელად გადაწყვეტთ შეწყვიტოთ სამსახური და ახალი საქმე წამოიწყოთ.

გორი

(1–7 მაისი, 20–30 აპრილი, 12–19 აგვისტო)

გორი საკუთარი თავის რეალიზებას  შემოდგომის მიწურულს შეძლებს მანამდე კი სევდიანი დღეების გავლა მოუწევს, რომლის უშიშრად გადალახვის შემთხვევაში წარმატება გარანტირებული აქვს. შესაძლოა პრემია მოგცენ ან ხელფასი გაგიზარდონ. შემოდგომის პირველი ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისგან. თუ ფინანსური დახმარება დაგჭირდებათ, დახმარება ოჯახის წევრს თხოვეთ.

სეხმეტი (29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი)

შემოდგომა კარგი დროა შერიგებისთვის, თუ ვინმესთან უთანხმოება გქონდათ, შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯი მოსაგვარებლად. ის სეხმეტი, ვინც წლებს მისტირის, თავს გაახალგაზრდავებულად იგრძნობს და ამაღლებული განწყობით გაატარებს თვეს. გაგიჩნებათ ახალი ენის დაუფლების სურვილი, თუ მას მიჰყვებით, ის საქმიანობაში აუცილებლად გამოგადგებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?