სასწორი ქალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას, ბუნებამ განსაკუთრებული სილამაზე არ უბოძა, ყოველთვის შარმიანი და სასიამოვნო გარეგნობისაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას მსახიობები: კეტრინ ზეტა ჯონსი, ნაომი უიოტსი, ულამაზესი მოდელი და სტილის კანონმდებელი ოლივია პალერმო და სხვები.
სამოსს სასწორი პირველ რიგში ფერის მიხედვით ირჩევს, მისთვის აუცილებელია ფერთა გარკვეული გამა არ დაირღვეს მთლიან ანსამბლში. აქედან გამომდინარე ფიქრს იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი აქსესუარი, რომელ კაბასთან ან შარვალთან ერთად ატაროს, ქალი სასწორი დიდ დროს უთმობს.
მისთვის ჩაცმა-დახურვის საკითხი, თავისებურ „ესთეტიურ გართობას“ წარმოადგენს, რომლითაც იგი, სიამოვნებით ირთობს თავს მთელი სიცოცხლის მანძილზე და არასოდეს იღლება თუნდაც ყველაზე ხანგრძლივი შოპინგ-ტურის დროსაც კი. ეს ხომ მისი საყვარელი საქმიანობაა!