, მსოფლიო მოდის წამყვანი „ფეშენისტკები“ - ანა დელორუსო, სარა ჯესიკა პარკერი, ვივიენ ვსეტვუდი, ვიქტორია ბექჰემი და სხვები..
ვერძი ქალისთვის სამოსი, უმთავრესი იარაღია, საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოსავლენად, აქედან გამომდინარე იგი არანაირი სახის ექსპერიმენტს არ ერიდება ამ მხრივ და დაწყებული ავანგარდული ვარცხნილობით, დამთავრებული უახლესი მოდური ტენდენციების მქონე ტანსაცმლის ტარებით იგი ნებისმიერი სახის ნოვაციის დასატესტად მზადაა საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, ხშირად იგი თავადაა ყველა ამ სიახლის ავტორ-შემსრულებელი და დამნერგავი სუსტის სქესის წარმომადგენელთა შორის.
რადგან ვერძი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, ასტროლოგიური გათვლებით მათთვის ყველაზე მეტად, წითელი, მეწამული, აგურისფერი და ყველა ზემოთ თქმული ტონალობის ნებისმიერი გრადაცია ან ელფერი იქნება შესაფერისი. ამას გარდა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახის ორიგინალური ფორმის და დიზაინის მქონე სამკაულებისა და სათვალეების მიმართ დიდი სიყვარულითაც გამოირჩევიან (მსახიობი ჯენიფერ გარნერი, რიზ ვიზერსპუნი, სარა მიშელ გელერი).
კიდევ ერთი სისუსტე, რაც ვერძ ქალს დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსნებისგან მკვეთრად გამოარჩევს, ვარცხნილობის და ზოგადად თმის ხარისხისა და ფერის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებაა. მოგეხსენებათ, ვერძი თავით იმართება, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, ის თუ რატომ ანიჭებენ ვერძები ასე დიდ მნიშვნელობას სტილისტის სწორად შერჩევის საკითხს და რატომ იცვლიან ვარცხნილობას, განწყობისა და ემოციური მდგომარეობის ცვალებადობის მიხედვით.