ფემინისტების ჰოროსკოპი

ფემინისტების ჰოროსკოპი

მერწყულის საუკუნის შესაბამისად აქტიური გახდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე საუბარი, ალბათ აკვირდებით იმასაც, რომ ზოგიერთი ქალი განსაკუთრებული სწორხაზოვანი დამოკიდებულებით გამოირჩევა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ასტროლოგები ხუმრობენ, რომ შავი მთვარის იგივე ლილიტის ანალოგია პირველი ფემინისტის სიმბოლო იყო ასტროლოგიაში. ამასთან ერთად, რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალთანაც აქტიურად ავლებენ პარალელს...

ვერძი - მარსი, ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა ვერძ ქალს მამაკაცისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებს ანიჭებს. რის ხარჯზეც მასში ძლიერია საპირისპირო სქესთან კონკურენციის მომენტი ნებისმიერ ასპექტში. ვერძი ქალი საკმაოდ ძლიერია და ნებისყოფის მხრივაც არ მოიკოჭლებს. ამ ყველაფრის ფონზე კი დიახაც, რომ ძნელია მისთვის იპოვოს ჭეშმარიტად ძლიერი მამაკაცი. ანუ ის, ვისაც მისი ამ აგრესიული ბუნების არ შეეშინდება. შესაბამისად, ფემინისტური მიდგომა სქესთა შორის კავშირის თემაზე ქალ ვერძებში საკმაოდ ხშირია.

მერწყული - ურანი მერწყულის მმართველი პლანეტა, რომელიც დუალური (ბისექსუალური) ენერგეტიკით გამოირჩევა, მერწყულ ქალს ანიჭებს თვისებას მამაკაცებთან ურთიერთობაში აქცენტი გამუდმებით გააკეთოს თანასწორობაზე. გარდა ამისა, მერწყულ ქალებს შორის ლესბოსელური ურთიერთობების მქონე ინდივიდებსაც ხშირად ვხვდებით. ამ ადამიანებისთვის ყველა ინდივიდი თანასწორია ამ ქვეყანაზე. შესაბამისად, ფემინისტური შეხედულებები არც მერწყული ქალისთვისაა უცხო. თუმცა, ვერძისგან განსხვავებით იგი ამ შეხედულებებს გაცილებით უფრო ლიბერალურად და დიპლომატიურად აფიქსირებს.

თხის რქა - ვერძის მსგავსად, თხის რქასაც მამაკაცური ენერგეტიკის მქონე კონსერვატორული სატურნი მართავს. ამიტომაც ხდება ისე, რომ ქალი თხის რქა ტოლს არ უდებს მამაკაცებს არაფერში. ამ ქალის ნებისყოფა და შრომისუნარიანობა გასაოცარია. შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხშირად ვერც ახერხებენ მასთან ღირსეულად გამკლავებას. თხის რქა ვერ იტანს სუსტებს, მით უმეტეს, ვერ ეგუება სისუსტეს მამაკაცში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მამაკაცებში რამდენიმე იმედის გაცრუების შედეგად მისგან მკაცრი ფემინისტი დადგეს. თუმცა, ზემოჩამოთვლილი ქალებისგან განსხვავებით, ყველაზე ძნელი იქნება მისი გადარწმუნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?