მჭიდრო კავშირშია. შესაბამისად, ახალი წელი და წლის სიმბოლური მფარველი დიდწილად ახდენს გავლენას მიმდინარე წლის მოდურ ტენდენციებზე. მიმავალმა წელმა, მამლის ბოლოსავით ბრდღვიალა და მკვეთრი ფერები დაამკვიდრა მოდის ოლიმპზე, მათ შორის ტენდენციური წითელი, ხავერდი და მბრწყინავი აქსესუარები. საინტერესოა რას გვიმზადებს ამ მხრივ ყვითელი ძაღლი?
ძაღლი სამართლიანი, ერთგული, ჭკვიანი და პრაქტიკული ცხოველია. 2018 წლის სიმბოლო ჯეროვნად აფასებს ყოველთვის მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურია შეფასებისას. მას გამოარჩევს ჯანსაღი შეხედულებები და რეალისტური ხედვა.
ერთი მხრივ აღმოსავლური კალენდარი ყვითელ ძაღლს როგორც კომუნიკაბელურს, მოსიყვარულეს და მხიარულს ისე ახასიათებს თუმცა, მეორე მხრივ იგი ასევე არის - ჯიუტი, ზედმეტად ემოციური, მშფოთვარე და ცვალებადი.
წლის სიმბოლოს ყვითელ ძაღლს მიწის სტიქია შეესაბამება. ძაღლი მეგობრული და კომუნიკაბელურია. მისთვის მნიშვნელოვანია ახლო გარემოცვა - ამიტომ ახალ წელს მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში უნდა შევხვდეთ აუცილებლად.
რაც შეეხება სამოსს, ძაღლის წელში ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე მოდური ფერი ყვითელი და ყვითლის ელფერი იქნება. გარდა ამისა, ტენდენციურია ყავისფერი, კრემისფერი, ბაცი მტრედისფერი და მომწვანო-მოყავისფრო, ბუნებრივი ელფერების გამა. სამოსი აუცილებლად უნდა იყოს მარტივი ფორმის და კომფორტული, იმიტომ რომ ძაღლი ვერ იტანს ზედმეტობებს და რაიმე მიზეზით მოძრაობის შეზღუდვას. შესაბამისად, სამოსშიც აუცილებელია, რომ მის პრაქტიკულობასა და მოხერხებულობას მიაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. რაც შეეხება მასალას ამ მხრივ ბუნებრივი ქსოვილებს ენიჭება პრიორიტეტი.
აქსესუარების მხრივ ყველაზე ტრენდული ამ წელს თიხის, ხის და ნატურალური ქვებისგან შექმნილი სამკაულები იქნება. თუმცა ოქრო და მით უმეტეს ვერცხლიც არანაკლებ ტრენდული იქნება ძაღლის წელში. განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს ყელსაბამები და ე.წ. "ჩოპერები". არანაკლებ აქტუალური იქნება ბეწვითა და ფოჩებით გაწყობილი სამკაული.