ფრთხილად ცეცხლსაშიშია - რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები

ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები

ქართველ ცოლს ახასიათებს ეჭვიანობის მომენტი. მაგრამ ამ სტატიაში, მინდა მათ შორის ყველაზე ყველაზე ყველაზე ეჭვიანებზე ვისაუბრო და ისიც აგიხსნათ, თუ საიდან მოდის თქვენი მეორე ნახევრის ეჭვიანობა ან როგორ და რა მეთოდით აჯობებს ებრძოლოთ მას.

კირჩხიბი – იშვიათი პანიკიორი და მესაკუთრეა. თავად ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ მისმა ქმარმა შეიძლება რომელიმე სხვა ქალისკენ გააპაროს სრულიად უწყინარი მზერა აბსოლუტურ შოკში აგდებს და წინასწარ უწყობს ამ უკანასკნელს დრამატულ ეჭვიანობის სცენებს, მრავალმხრივი სპეცეფექტების თანხლებით. ხშირად იგი სპეციალურად იწყებს წუწუნს და თავის შეცოდებას, რომ გასუქდა, მეუღლეს ძველებურად აღარ უყვარს და ა.შ. საიმისოდ რომ ამ უკანასკნელმა მრავალსაათიანი ვადით უმტკიცოს მას საპირისპირო. სხვათა შორის მისი ესოდენ სასტიკი მეთოდები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად სავსებით ეფექტურად მოქმედებს მამრზე. შესაბამისად, საკუთარი ცოლის ისტერიული ხასიათით შეშინებული ქმარი, კირჩხიბი ცოლის ღალატს იშვიათად გაივლებს გულში.

მორიელი – მისი ეჭვიანობა ყოვლისმომცველი და უკიდეგანოა. უბრალოდ იგი კარგად აკონტროლებს ამ ემოციის გარეგან გამოვლინებას. შესაბამისად, მას შესაძლოა გული ბოღმით ევსებოდეს, მაგრამ სახეზე მშვიდი ღიმილის თანხლებით გადაიტანს მეუღლის მიერ წამოწყებულ მსუბუქ ფლირტს წვეულებაზე გაცნობილ რომელიმე ლამაზმანთან. სახალხო გარჩევები და ისტერიკების მოწყობა, მორიელის სტილი არ არის. იგი საჭირო დროს დაელოდება დამნაშავის დასასჯელად... სასჯელი კი მმმ თქვენ არ იცით რა საოცარი იქნება.

ვერძი – იგი ეჭვიანობს აბსოლუტურად აბსურდული და არარსებული მიზეზების გამო. თანაც ბრმად და საოცრად ხმაურიანად. შესაბამისად, სახალხოდაც არ მოერიდება საყვარელ ადამიანს დრამატული გარჩევის სცენა მოუწყოს. ვერძის ეჭვიანობა ემყარება ქვეცნობიერ შიშს იმისა, რომ იგი ნაკლებად ქალური და ნაზია. და რომ ერთ დღესაც მას უფრო ფაფუკი და დამყოლი მეტოქით ჩაანაცვლებენ. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ აიძულებს ვერძს საკუთარი ხასიათის სიხისტეზე დაფიქრდეს და მამაკაცთან ცოტა უფრო დამთმობი იყოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?