როგორც ასტროლოგები, ისე ნუმეროლოგები აქტიურად მუშაობენ ხოლმე. ასე მაგალითად, წლევანდელი წლის ციფრად რიცხვი ცხრაა მიჩნეული. 2016 თუ დავშლით მამრავლებად მივიღებთ ცხრას - 2 + 0 + 1 + 6 = 9.
თუმცა საიმისოდ, რომ თქვენი საკუთარი ფინანსურ-ნუმეროლოგიური პროგნოზი გაიგოთ, საჭიროა, საკუთარი დაბადების თარიღების ჯამს მიუმატოთ წლის რიცხვი.
მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება – 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
1.
ეს წელი თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 9 წლის ფინანსურ ფუნდამენტს და პერსპექტივებს აყალიბებს. იყავით რისკიანი, აქტიური და კრეატიული.
2. დამდეგ წელს საიმისოდ, რომ მაქსიმალურ ფინანსურ მოგებას მიაღწიოთ, ისეთი თვისებები უნდა წამოწიოთ წინ როგორიცაა: დიპლომატია და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი. სხვების დარწმუნების ნიჭი - ეს უმთავრესი კოზირია ამ წელს თქვენთვის. ენდეთ ინტუიციას.
3 . ერთ-ერთი წარმატებული წელი გელით წინ ფინანსური კუთხით. ყველა ის წამოწყება, რომელსაც საფუძველი თქვენს მიერ წინა წლებში ჩაეყარა ზუსტად მიმდინარე წელს მოიტანს ნაყოფს. თუ აქამდე მარტოხელა ხართ, აუცილებლად იფიქრეთ დაოჯახებაზე. ფინანსების მოზიდვის სტიმულს ეს ფაქტიც გაგიძლიერებთ.
4. ეს ის წელია, როცა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა ძალზე ძვირი დაგიჯდებათ. დაგეგმეთ და მკაცრად გაწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია. ამ წელს ბევრი შრომა გელით. თუმცა, საბოლოო შედეგი ადეკვატური იქნება.
5. ამ წელს მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით. წინ არაერთი საინტერესო შემოთავაზება და ნაცნობობა გელით. მართალია, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევად მნიშვნელოვან ნაბიჯს ნუ გადადგამთ. ეს წელი თქვენს ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს გპირდებათ.
6 . ეს ის წელია, როცა ბრძოლისა და რაიმეს შეცვლის სურვილი თანდათან იკლებს თქვენში. პირველ ადგილზე მიმდინარე წელს ოჯახი, სიმყუდროვე და სტაბილურობა იქნება თქვენთვის. შესაძლებელია დრო თვითგანვითარებას, მოგზაურობას და შემეცნებასაც დაუთმოთ. მოკლედ, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
7 . ცვლილებების წელი მოდის წინ. იგი ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ეტაპის საბოლოო ქვაკუთხედი იქნება თქვენს ცხოვრებაში ფინანსური კუთხით. მოგიწევთ ახლებური გზით იზრუნოთ ფულის გამომუშავებაზე და გადაეწყოთ სრულიად ახალ ცხოვრებისეულ რიტმზე. გზა რთული იქნება, თუმცა შედეგიანი.
8 . უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე თქვენ მიერ აღებული ფინანსური კურსის სერიოზული გამოცდის წელია. თუკი სწორად მიყვებოდით მოვლენებს და იყენებდით შესაძლებლობებს, ამ წელს სასურველი მიზნის მიღწევა გარანტირებული გაქვთ. თუ არადა, მოგიწევთ ფაქტობრივად ნულიდან დაიწყოთ ყველაფრის, უფრო მყარად შენება.
9 . დრო დადგა საბოლოოდ დაემშვიდობოთ წარსულს. დამდეგ წელს საკუთარ თავთან დიალოგი გმართებთ - განსაზღვრეთ პრიორიტეტები, რა გსურთ? როგორი მეთოდებით? ფასაულობათა სერიოზული გადაფასების გარეშე ახალ გზას ძნელად იპოვნით. მზად იყავით სირთულეებთან შესახვედრად.