არაერთი სუსტი სქესის წარმომადგენლის კინოთეკაში იკავებს ფავორიტ ადგილს. თუმცა, ფილმებში ამ ადამიანების ცხოვრებაც და ხასიათის შტრიხებიც, რაღა თქმა უნდა, შელამაზებულია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, მაინც რა მახასიათებლებით ხასიათდებიან ცნობილი კრიმინალები, ასტროლოგიური კუთხით და რომელი ზოდიაქოს ნიშნით იყვნენ დაბადებული პოპულარული "კოზა ნოსტრას" მამები.
"Whatever with the past has gone, the best is always yet to come "
Lucy Luciano
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ფიცხი ხასიათითა და იმპულსურობით გამოირჩევიან, ცნობილ კრიმინალებს შორის მაინც მიწისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლები იკავებენ ლიდერულ პოზიციებს.
წყლის სტიქიის გავლენით დაბადებული ადამიანი, როცა მას პირად რუკაში დამამძიმებელი გარემოებებიც უმაგრებს ზურგს, მიდრეკილია ყველაზე სასტიკი ქმედებებისკენ, რომელსაც იგი ხშირ შემთხვევაში აკვიატებული იდეის ან წლობით ღრმად ჩარჩენილი ემოციური ტრამვის ზემოქმედების ქვეშ ჩადის. ასე მაგალითად, "ოსკარის" მფლობელი ფილმის "მონსტრის" რეალური პროტოტიპი აილენ უორნოსი , თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი გახლდათ და მასში მამაკაცების მიმართ უკონტროლო აგრესია, ადრეულ ასაკში მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ განაპირობა (შეგახსენებთ იგი სერიული მკვლელი იყო და პარტნიორ მამაკაცებს ხოცავდა).
ფოტოზე – აილენ უორნოსი
თუმცა გაცილებით საინტერსო ინდივიდთან გვაქვს საქმე, ცნობილი ფსიქოპათის ჩარლზ მენსონის შემთხვევაში. მენსონის ზოდიაქოს ნიშანი მორიელი გახლავთ, თუმცა საინტერესო ფაქტია ის, რომ რეალურად ეს ადამიანი უშუალოდ არასოდეს იღებდა მონაწილეობას სხვისი სიცოცხლის ხელყოფაში. იგი უფრო ე.წ. "ვერბალური მაგია“, რომელიც შესანიშნავად ახერხებდა მასებზე ზემოქმედებას და აიძულებდა, გაცილებით უფრო სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, დანაშაულებრივი ქმედება ჩაედინათ. რაც სავსებით შეესაბამება ნეგატიურად განვითარებული მორიელის ბუნებას.
ფოტოზე – ჩარლზ მენსონი
მიწის სტიქიის ყველაზე ძლიერი ნიშნის – თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენელი გახლდათ მსოფლიოში ცნობილი მაფიოზი ალ კაპონე. თხის რქები, როგორც ცნობილია, შორსმჭვრეტელობითა და ცივი გონებით გამოირჩევიან. მათ ასევე გააჩნიათ მოთხოვნილება მართონ სიტუაცია და ხალხი. თუმცა, ურჩევნიათ, ეს კულისებსმიღმა მოთამაშის სტატუსით აკეთონ. რისი რეალური დასტურიც გახლავთ ალ კაპონეს ცხოვრება და საქმიანობა. ამასთან ერთად, მიწის სტიქიას ცივი გონება და ემოციების კონტროლის უნარიც გააჩნია, რაც უადვილებს მას იყოს სასტიკი და დაუნდობელი, როცა ეს საქმეს სჭირდება.
ფოტოზე – ლეგენდარული ალ კაპონე
რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ლაკი ლუჩიანო – იტალიური წარმოშობის მქონე, ამერიკელი განგსტერი. ზოდიაქოს ნიშნით – მშვილდოსანი . ლუჩიანოს რუკაში გარდა ცეცხლის სტიქიისა მორიელის ზოდიაქოს ძლიერი გავლენაც შეინიშნება. ეს ორი ერთად კი საკმაოდ საშიშ კომბინაციებს უდრის. რადგან, მშვილდოსნის იდეალიზმსა და თავგადასავლების სიყვარულს, მორიელის რადიკალური ბუნება და ექსტრემიზმი უერთდება.
ფოტოზე – ლაკი ლუჩიანო
თუკი ზოგადად, მხოლოდ მზის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ, საკუთარი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, გაცილებით საშიშ შურისმაძიებლებად ქცევის პერსპექტივა, ერთი შეხედვით, უწყინარ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს უფრო გააჩნიათ, ვიდრე იმპულსურ და ფეთქებად ცეცხლებს ან ჰაერის ცვალებად ნიშნებს.
ზოგადად ცეცხლი და ჰაერი, ემოციების სპონტანური გამომჟღავნებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე წინასწარდაგეგმილი დანაშაულის ჩასადენად. ეს იმიტომ, რომ მათი ემოციები წამიერია და მოკლე მეხსიერების გამო ხანგრძლივად ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ბოღმა გულით ატარონ, მით უმეტეს სიმშვიდის ნიღბის უკან შურისძიების გეგმები სახონ.
აი რაც შეეხება წყლის სტიქიას, მათთვის გაცილებით უფრო დამახასიათებელია ემოციების ქვეცნობიერის დონეზე შენახვა და ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, მათი ნეგატიური სახით გამოვლენა.
ხოლო მიწის სტიქიის წარმომადგენლები, სისასტიკეზე ყოველთვის გააზრებულად და ცივი გონებით არიან წამსვლელები. შესაბამისად, ყველაზე სახიფათო ამ მხრივ სწორედ ამ სტიქიის წარმომადგენელთა შურისძიებაა. ხოლო თუ მიწის სტიქიას ადამიანის პირად კოსმოგრამაში, ცეცხლის ძლიერი გავლენაც დაემატა, ეს უკვე გამოკვეთილი დიქტატორის პორტრეტს დაგვიხატავს თვალწინ და ამ თემაზე უკვე მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ.