კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი სექტემბრისთვის: "გავლენიანი ადამიანები სიტყვას შეგაწევენ"

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი სექტემბრისთვის: "გავლენიანი ადამიანები სიტყვას შეგაწევენ"

დასვენებიდან დაბრუნებულს გიჭირთ საქმეებში ჩართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მიატოვოთ. სასურველ შედეგს 11-16 სექტემბრის შუალედში დაელოდეთ. თვის ბოლოს შანსი მოგეცემათ საინტერესო საქმიანობაში ჩაერთოთ. რაც შეეხება ფინანსებს, თვის დასაწყისში მოერიდეთ ფულის ფლანგვასაც და ფულის დაბანდებასაც.

Astrologia
კურო

უნდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სწრაფად არ კეთდება. სასურველია, მეტი ყურადღება მიაქციოთ უკვე დაწყებულ პროექტებს და დამტკიცებული გეგმების განხორციელებას. ფულის ხარჯვაში შეზღუდული არ იქნებით, მაგრამ დიდ მოგებასაც ნუ ელით. შუა სექტემბრში შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.

Astrologia
ტყუპი

კარიერული წინსვლა გელით. გავლენიანი ადამიანები სიტყვას შეგაწევენ, რომ სასურველს მიაღწით. ნუ მოგერიდებათ ახლობლების შეწუხება. თვის ბოლოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. მაგალითად, ბავშვების ჭირვეულობის ასასრულებლად. სექტემბერი კარგი თვეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებად.

Astrologia
კირჩხიბი

სამსახურში განსაკუთრებული შემთხვევები მოსალოდნელი არაა. სასურველია, გაერკვეთ ძველ საქმეებში და გამოასწოროთ ძველი შეცდომები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. სექტემბერი კარგი თვეა ახლის შესასწავლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ფინანსური მდგომარეობა თვის ბოლოსთვის გაგიუმჯობესდებათ.

Astrologia
ლომი

კოლეგებისა და უფროსის დახმარების იმედი გქონდეთ. პერსპექტიული მივლინებაც გელით. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, აასრულეთ დანაპირები და შეასრულეთ ვალდებულებები. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. შუა თვეში გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და ვალების გადახდას შეძლებთ. ამავე დროს მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მიიღებთ.

Astrologia
ქალწული

დაკვირვებისა და გამოცდილების წყალობით შეუსრულებელი მიზნები არ დაგრჩებათ. გადახედეთ წარსულ გამოცდილებას, გაითვალისიწინეთ შეცდომები და დაგეგმეთ მომავალი. სექტემბერი რეფორმებისა და გარდასახვების თვეა. ხშირად მოგიწევთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. კარგად მოემზადეთ მივლინებისთვის თვის დასაწყისში.

Astrologia
სასწორი

სექტემბერი კონფლიქტებისა და ინტრიგების დღეა. ნუ დაარღვევთ სამსახურებრივ რეჟიმს, არ დააგვიანოთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე. შუა თვეში მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ ინფორმაციები და პარტნიორების ნათქვამი სწორად აღიქვათ. ფულის ხარჯვა მეტწილად გართობსა და დასვენებაზე მოგიწევთ. თვის ბოლოს შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.

Astrologia
მორიელი

გეგმებისა და იდეების განხორციელება არასტაბილური პარტნიორების გამო გაგიჭირდებათ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, მოიგებთ. ნუ გაწყვიტავთ კავშირს გავლენიან ადამიანებთან. განსაკუთრებით სარფიანი იქნება სექტემბრის მეორე ნახევარი. თვის მესამე დეკადა კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, იურიდიული დოკუმენტების გასაფორმებლად. სექტემბერში ახალ ნაცნობებს გაიჩენთ. მეგობრები ფინანსურად დაგეხმარებიან. ფული რემონტისა და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ.

Astrologia

მშვილდოსანი

წარმატებას მოგიტანთ ის საქმეები და ხელშეკრულებები, რომლებიც წინა თვეში გააფორმეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ; იყავით მაქსიმალურად დაკვირებული დეტალებისადმი. გაიუმჯობესებული მატერალური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.

Astrologia

თხის რქა

სექტემბრის მთავარი საზრუნავი კარიერული წინსვლაა. მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ, თუ გსურთ, რომ უფროსმა შეგამჩნიოთ. ყურადღებით იყავით და საქმიანი პარტნიორები არ გააწბილოთ. ფინანსურად ძლიერად იქნებით და კრედიტებიდ დაფარვასაც შეძლებთ. ფული საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ.

Astrologia

მერწყული

მატერიალური მდგომარეობა სექტემბრის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ. სასურველია, ფული არ გაფლანგოთ. ამავე პერიოდში სასურველია დაგეგმოთ მივლინება და საქმიანი დოკუმენტების გაფორმება. თვის ბოლოს ჯილდოს მიიღებთ, სამსახურში სტატუსს აიმაღლებთ. ფულის დაბანდება და საყიდლები ოქტომბრისთვის გადადეთ.

Astrologia
თევზები

ეცადეთ, ერთდროულად ყველა საქმეს არ შეეჭიდოთ. ჯერ მნიშვნელოვანები და სარფიანები მოაგვარეთ. ისე იმოქმედეთ, რომ კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს თქვენი იმედი ჰქონდეთ, მათთვის საიმედო პარტნიორი იყოთ. თვის დასაწყისი ერთგვარი ტრამპლინია. გამოიყენეთ ეს შანსი. სამსახურის საქმეების გამო ოჯახის ინტერესები და პირადი ცხოვრება გვერდზე უნდა ჩააჩოჩოთ.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?