წინ ჯადოსნური საახალწლო სამზადისითა და ფუსფუსით სავსე ერთი თვე გველოდება. ახალი წლის მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, თავისთავად კარგია, მაგრამ როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ მოახლოვებული დეკემბრის თვე კონკრეტულად რამდენიმე ზოდიაქოს ნიშას მისცემს იმის შანსს, რომ თავბრუდამხვევი რომანი გააბას ან ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იპოვნოს. მაშ ასე, ვისთვის იქნება დეკემბერი ამჯერად ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარი?
ლომი – როგორც იქნა ავადსახსენებელმა "შავმა მთვარემ" საბოლოოდ და ხანგრძლივი ვადით დატოვა ლომის ზოდიაქოს ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ "მზის შვილები" – ლომები დეკემბრიდან ასე თუ ისე ამოისუნთქავენ. და არამხოლოდ ამოისუნთქავენ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი სიყვარულის პოვნის შანსიც ეძლევათ. ასტროლოგები გირჩევენ, თვალი კარგად მოავლოთ მოგზაურობისას ან უბრალოდ საქმიანი მივლინებისას თქვენს თანამგზავრთა სიას. დიდი შანსია იმისა, რომ იმ "ერთადერთს" სწორედ ასეთი ვოიაჟისას იპოვნით.
მშვილდოსანი – მზე თქვენი ზოდიაქოს სრულუფლებიანი "მფლობელია" უახლოესი პერიოდის მანძილზე. შესაბამისად, ენერგია, აქტიურობა და იღბალიც აშკარად არ გაკლიათ. მართალია, თქვენი ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა, მუდმივად და აქტიურად დაეძებს სასიყვარულო თავგადასავლებს, თუმცა დეკემბერი სწორედ ის დროა, როცა შესაძლოა არამხოლოდ მოკლევადიანი ფლირტის ობიექტი, არამედ იდეალი ან იდეალთან მიახლოებული ადამიანი აღმოაჩინოთ. თანაც, სრულიად ბანალურად, ერთი შეხედვით შეუსაბამო ადგილას ან სიტუაციაში, რომელიც არამც და არამც არ გამოდგება პირველი პაემანის ადგილად.
თხის რქა – როგორც წესი, თქვენნაირი სერიოზული ადამიანები, მარტივ და მოკლევადიან სასიყვარულო ავანტურებზე იშვიათად თანხმდებიან. იმიტომ რომ უბრალოდ არც დრო, არც სურვილი არ გააჩნიათ დროის ფუჭად გასაფლანგად. თუმცა, დეკემბერში შესაძლოა ბედმა ერთობ სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ და სწორედ ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვინც თქვენს მოლოდინს არათუ დააკმაყოფილებს, გადააჭარბებს კიდეც. იგი შეიძლება სამსახურეობრივი შეხვედრისას "აღმოაჩინოთ" ან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით დაწყებული მეგობრობა გადაიზრდება მალე უფრო სერიოზულ და ხანგრძლივ კავშირში.