რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად.
11-19 იანვარს დაბადებულები
გასაოცარი ლოგიკური აზროვნებით დაჯილდოებული ხალხია. მათ შორის გვხვდებიან საკუთარი სიტყვის პატრონები; უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდები, ვისთვისაც სიტყვის შესრულება ლამის ღირსების საკითხია. ისინი აფასებენ განათლებას და ერუდიციას, ყოველთვის გახსნილი არიან სიახლეებისთვის. ახასიათებთ პრაქტიკულობა, თუმცა საკუთარი ჩანაფიქრი ყოველთვის კრეატიულად და ორიგინალურად მოჰყავთ სისრულეში. საჭიროების შემთხვევაში ამ ადამიანებს სიმკაცრის გამოჩენაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ მათ ხელეწიფებათ ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ფიქრი სიტუაციის განმუხტვის მიზნით. ისინი დაკვირვებულები და გამჭრიახები არიან, ამიტომ თუკი პროფესიულად შესაბამის სფეროებს ირჩევენ, დიდ წარმატებებსაც აღწევენ კარიერაში.