რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად
20 -29 იანვარს დაბადებულები
ამ პერიოდში გულღია, გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები იბადებიან. ისინი გამოკვეთილი ინდივიდუალისტები და ერთგული მეგობრები არიან. მათ კარგად შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი და ლოგიკური აზროვნების უნარი არასოდეს ღალატობთ. შრომისმოყვარეები და უზომოდ პროდუქტიულები, საოცრად სწავლებადებიც არიან. გააჩნიათ კარგი ანალიტიკური გონება და გამომძიებლის შესაძლებლობები. არ უყვართ შეზღუდვა და ულტიმატუმები; შესაბამისად, იშვიათად ექცევიან ვინმეს გავლენის ქვეშ.