იდეალური მამაკაცი ზოდიაქოს ქალი ნიშნებისთვის

იდეალური მამაკაცი ზოდიაქოს ქალი ნიშნებისთვის

ვერძი ქალისთვის პარტნიორი ნამდვილი ჯენტლმენი უნდა იყოს. ზრდილობიანი, ყურადღებიანი. უნდა უყვარდეს საკუთარი თავი და შეეძლოს სიყვარულის სხვებისთვისაც გაზიარება. რაც შეეხება ფიზიკურობას, უნდა ჰქონდეს კარგი აღნაგობა, უფრო გამხდარი უნდა იყოს, ვიდრე სრული. ვერძ ქალს ისეთი მამაკაცი მოეწონება, რომელიც გარშემო მყოფების თვალში, ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს სიმპათიის გამოწვევას. უნდა ჰქონდეს მომხიბლავი ღიმილი და უვლიდეს საკუთარ თავს.

კურო ქალი მამაკაცში ჯერ შინაგან ბუნებას აფასებს და მერე აქცევს გარეგნობას ყურადღებას. კუროსთვის იდეალური მამაკაცი ბრბოდან უნდა გამოირჩეოდეს, ლიდერი უნდა იყოს. სილამაზითაც რომ არ გამოირჩეოდეს, მუდამ უნდა ექცეოდეს ყურადღების ცენტრში. მის გარეგნობაში რაღაც ისეთი დეტალი უნდა იყოს, რაც კუროს მიიზიდავს. აღნაგობით, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი მამაკაცი, ძლიერი ენერგეტიკითა და მეტყველი თვალებით.

ტყუპ ქალს მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი მოსწონს, რომელიც დიდ ბოსს აგონებს. ასეთ მამაკაცს მაღალი შუბლი და მსხვილი ნაკვთები უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, მამაკაცს უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, უნდა იყოს ნაკითხი, ზრდილობიანი. ტყუპი ქალი მის გვერდით თავს დაცულად და მხიარულად უნდა გრძნობდეს.

კირჩხიბ ქალს მიუწვდომელი მამაკაცები ხიბლავს. მას უნდა ჰქონდეს სახის მკაცრი გამომეტყველება, დახვეწილი მანერები, გამოკვეთილი ცხვირი, ნიკაპი. სიმაღლით საშუალოზე მაღალი და გამხდარი უნდა იყოს.

ლომ ქალს არაორინარული მამაკაცები ხიბლავს. ის არ უნდა ჰგავდეს სხვებს არც გარეგნობით, არც ჩაცმის სტილით. მაღალი, გამხდარი უნდა იყოს, მუქი ქერა თმითა და ციფერი ან მწვანე თვალებით. შეიძლება ცოტა იმპულსური და მოუსვენარი იყოს.

მზრუნველი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამაკაცი მოეწონება ქალწულ ქალს . მას უნდა შეეძლოს და უყვარდეს ლექსის წაკითხვა, გიტარაზე დაკვრა, გარეგნობით თოჯინას უნდა ჰგავდეს, – დიდი, მეტყველი თვალები, ვნებიანი ტუჩები, ღია ფერის თმა. შეიძლება ცოტათი პუტკუნა იყოს.

Astrologia

სასწორი ქალის ყურადღებას პირველ რიგში ძლიერი და მამაკაცური კაცი მიიპყობს. დაკუნთული ტანი, განიერი მხრები და უხეში სახის ნაკვთები უნდა ჰქონდეს. სიმაღლით საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, ქერა ან წითური თმით.

მორიელი ქალისთვის იდეალური ვარიანტია მშვიდი, თავშეკავებული მამაკაცი, რომელმაც იცის საზოგადოებაში მოქცევის წესები. გარეგნობით არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, კარგი აღნაგობის, ცოტათი სრული. უნდა ჰქონდეს სიარულის დახვეწილი მანერა. მრგვალი პირისახით, გამოკვეთილი თვალებითა და ტუჩებით.

მშვილდოსანი ქალის ყურადღებას მაღალი, სწრაფად და თავდაჯერებულად მოსიარულე მამაკაცი მიიპყრობს. ის მუდმივად მოძრაობაში, მუდამ დაკავებულია. მას აქვს მაღალი შუბლი, ლამაზი ცხვირი და ღია ფერის თმა. როგორც წესი, საკუთარ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

მამაკაცი, რომელიც თხის რქა ქალს მოეწონება, ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს. ერთი შეხედვით მორიდებული, ჩუმი, მგრძნობიარე, ხოლო ახლოს გაცნობის შემდეგ მეტად თამამი და გულგახსნილი. გარეგნულად ამ მამაკაცს უნდა ჰქონდეს "ბავშვური სილამაზე". სასურველია, ლამაზი თვალის ფორმა და ხშირი წამწამები ჰქონდეს. გარეგნობით შეიძლება ცოტა სრულიც იყოს.

Astrologia

თავაწეული, ამაყად მოსიარულე მამაკაცი ერთი ნახვით დაიპყრობს მერწყული ქალის გულს. იგი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს. მკვეთრი სახის ნაკვთები, დიდი ცხვირი, მეტყველი თვალები და მომხიბლავი ღიმილი უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, წვეულების სული და გული უნდა იყოს, – მხიარული, ლაღი.

თევზ ქალს ძალიან ადვილად უყვარდება. მას შეიძლება ყოველ ჯერზე განსხვავებული გარეგნობის მამაკაცი მოეწონოს. მაგრამ ძირითადად კარგი აღნაგობის, საშუალო, ან საშუალოზე ოდნავ მაღალ მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას, რომელსაც დახვეწილი სახის ნაკვთები აქვს. შეიძლება ცალ-ცალკე ნაკვთები არ უვაროდეს, მაგრამ მთლიანობაში, ისეთი შარმი ჰქონდეს, რომელიც არც ერთ ქალს არ დატოვებს გულგრილს.