სულ მალე საქმე, როცა აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური მზესთან ზუსტ შეერთებას გააკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დაწყებული პროექტები, განსაკუთრებით თუკი იგი მედიის, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო ან ტურისტულ სფეროებს მოიცავს განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება იყოს. თუმცაღა, სანამ "ლურჯი ფრინველის" დასაჭერად დაიკაპიწებთ ხელებს რამდენიმე ინსტრუქციას გაეცანით საიმისოდ, რომ თქვენ მიერ დასახულმა მიზანმა სწორი მიმართულება და რაც მთავარია, მომგებიანი სახე შეიძინოს.
ზემოთ ხსენებული ასპექტი დაწყებული 16 ივლისიდან, 22 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს თუმცა პიკს იგი 19 ივლისს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დრო ქმედებისთვის სწორედ ეს დღე გახლავთ. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ სანამ რაიმე სახის პროექტის წამოწყებას ჩაუყრით საფუძველს ამ ასპექტის "ეშხით", აუცილებელია წარსულთან ყველა ვალი გაასწოროთ პროფესიული საქმიანობის კუთხით. ამასთან ერთად არ არის საჭირო, აღნიშნულ პერიოდში ძველი იდეების ახლებურად გადამღერებას შეეცადოთ. ეს ის დროა, როცა სრულიად სუფთა ფურცლიდან უნდა მოახერხოთ რაღაც ახლის დაწყება.
თუმცა უახლოესი ერთი კვირის მანძილზე დრო არა ქმედებას, არამედ დაგეგმვასა და გაანალიზებას უნდა დაუთმოთ. სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და მაქსიმალური სიზუსტით გათვალეთ რისკ-ფაქტორების ალბათობა. მით უმეტს, თუკი თქვენი ახალი წამოწყება გადაადგილების, მივლინების ან უცხოეთში გასამართი შეხვედრების ალბათობას გულისხმობს; აუცილებელია კარგად გადაამოწმოთ ასრებული მარშრუტის და ზოგადად მოგზაურობის დეტალები.
განსაკუთრებული სიფრთხილით კი ამ მხრივ საბუთებს (ვიზა, პასპორტი და ა.შ.) და მათ სიზუსტეს მოეკიდეთ. თუმცა, თუკი თქვენი პროფესიული საქმიანობა ტექნიკის ყიდვა-გაყიდვას ან რაიმე სახის მონათესავე საქმიანობას უკავშირდება, სასურველია მაქსიმალურად შეიკაოთ თავი ახალი წამოწყებებისგან და აგვისტოს თვეს დაელოდოთ. სხვა დანარჩენი სფეროს წარმომადგენლებისთვის კი მწვანე შუქი ინტენსიურად აინთება. ასე რომ მოინდომეთ, იმოქმედეთ და რაც მთავარია, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების! სურვილები ხომ ყოველთვის ხდება, როცა ჩვენ მათი ასრულების პროცესში მაქსიმალურად ვართ მორგებული მიზანზე.