გვერგო პლანეტარული ცვლილებების კუთხით. საკმაოდ ბევრმა პლანეტამ დატოვა "ლოკაციის" ადგილი და ახალ კონდინციაზე გადაინაცვლა, რაც ასტროლოგიაში არც თუ მთლად ღრმად ჩახედულთ ენაზე რომ ვთარგმნოთ იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ტიპის მოვლენები, ცვლილებები და ბევრი სიახლე გველოდება წინ უახლოესი თვეების მანძილზე. ამ სიახლეების შესახებ ჩვენი საიტი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ამჯერად კი ყველაზე "ცხელ-ცხელი" ტრანზიტის ე.წ. შავი მთვარის ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლებაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც 26 აგვისტოდან აიღებს სტარტს.
ლილიტის ანუ შავი მთვარის შესახებ ჩვენმა მკითხველებმა ასე თუ ისე, ყურმოკრულად თუ გაცილებით უფრო სიღრმისეულად ასე თუ ისე იციან. თუმცა, ზოგადი და მოარული ჭორი შავი მთვარის "სისატიკის" შესახებ, რომლითაც ასტროლოგიაში არცთუ მთლად გარკვეული ინდივიდები, საზოგადოებას ხშირად აშინებენ მერწმუნეთ ძალზე შორს დგას რეალობისაგან.
ასტროლოგია ვინც იცით ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ ეს ვარაუდის მეცნიერებაა და მისი შესწავლისას გარკვეული ფრომულების გათვალისწინებაა საჭირო მომავლის პროგნოზირებისთვის. თუმცა ფორმულა, როგორც ასეთი აუცილებელია, რომ პრაქტიკაზე "დაიტესტოს" და გადამოწმდეს . აქედან გამომდინარე, დღეს ყოველგვარი მაღალფარდოვანი და გაუგებარი ასტროლოგიური ტერმინების გარეშე ვეცდები აგიხსნათ რა საფრთხეებს შეიცავს შავი მთვარე და კონკრეტულად რა ტიპის სირთულეებს უნდა ველოდოთ მისი ტრანზიტისას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში.
თუმცა მანამდე, ჯობია ცოტა შორიდან დავიწყო...
თავშიც ავღნიშნე, რომ უახლოესი თვეების მანძილზე ლილიტი ქალწულის ნიშანს გადიოდა და ალბათ დამეთანხმება ჩვენი საიტის ქალწულ მკითხველთა უმეტესობა, რომ მათ ცხოვრებაში არცთუ სასიამოვნო პერიოდი იდგა დაწყებული გასული წლის ნოემბრის თვიდან. გარდა ამისა, ლილიტის ქალწულის ნიშანში ტრანზიტმა თან მოიტანა ათასგვარი სახის დაავადებების, ეპიდემიების, ეკო-კატაკლიზმების და ბიუროკრატიული სირთულეების მთელი კასკადი (მარტო 13 ივნისის წყალდიდობა გავიხსენოთ, რომელიც ლილიტის ზუსტი ტრანზიტისას დაფიქსირდა მერვე სახლთან - კატასტროფების სახლი).
ამ ეტაპზე კი რას ველით სასწორისგან? ლილიტი ხომ უახლოესი პერიოდის მანძილზე ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშანში იქნება გამაგრებული.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შავი მთვარე თავისი არსით როგორც ფიქტიური წერტილი, არ ფლობს რაიმე გამაოგნებელ ძალას ასტროლოგიურად. თუმცა, მას აქვს ერთი თვისება, ლუპის ეფექტით ადიდებს ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანში ტრანზიტისას შეეხება.
შესაბამისად, თუკი ქალწულის ნიშანში მან ჰიპერთროფირებული დოზით წარმოაჩინა ჯანმრთელობის, ეკოლოგიის და ბიუროკრატიულ-ფინანსური სახის პრობლემები, სასწორის ნიშანში იგი აუცილებლად შეეხება სასწორის უპირველეს ფუნქციას - სამართლიანობას. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი თვეების მანძილზე მოიმატებს იურიდიული სახის "ხლაფორთები" და ლაფსუსები, აქტიური იქნება ხმაურიანი და "შეკერილი" სასამართლო დავები, რომელსაც მასმედია ასევე ვერ გააშუქებს შესაბამისი ობიექტურობით. გახშირდება კონფლიქტების ოდენობა სამართალდამცავებთან.
ასევე დღის წესრიგში დადგება სასწორის ნიშნის კიდევ ერთი რგოლის - პარტნიორობის საკითხიც. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ბევრი წყვილის (როგორც უკვე ქორწინებაში მყოფის, ისე უბრალოდ შეყვარებულის) ცხოვრებაში დაიწყება ფაქტობრივად "თითიდან გამოწოვილი" პრობლემების გააქტიურება. შესაძლებელია თავი იჩინოს ღალატის ან პარტნიორის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ფაქტებმაც. ლილიტი სასწორში შეეცდება დამახინჯებულად წარმოგვიჩინოს ზოგადად ურთიერთობები. შესაბამისად, სანამ ვინმე სხვას დავდებთ ბრალს არასწორ საქციელში, კარგად უნდა დავფიქრდეთ, იქნებ თავად ჩვენ ვქმნით "ბუზისგან სპილოს" და საშუალებას არ ვაძლევთ პარტნიორს საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, ან იქნებ სულაც არ არის რიგ შემთხვევებში რაიმე დასამტკიცებელი?
ასე, რომ ჩემო კარგებო, სანამ შავი მთვარე სასწორის ზოდიაქოს "უდიასახლისებს" საუკეთესო დრო დგება იმისთვის, რომ ვიმუშაოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ურთიერთობებზე, მათ ხარისხის და ნდობის კოეფიციენტის ასამაღლებლად . იმიტომ რომ, სამყარო კანონზომიერი და არც ერთი სირთულე არ გვეძლევა ამაოდ, დაუმსახურებლად.