მაშ როგორ, მის ღიმილს ხომ დამსახურება უნდა?! ეს პატარა, უზომოდ ფრთხილი და დაკვირვებული არსება, მხოლოდ მაშინ დაგასაჩუქრებთ თავისი ძვირად ღირებული ყურადღებით, როცა საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ თქვენ მასზე ნამდვილად ზრუნავთ და შეუძლია გენდოთ. ქალწული ბავშვები, მნიშვნელობა არ აქვს იგი გოგონაა თუ ბიჭი, როგორც წესი, მაღაზიის ვიტრინიდან გადმოსულ თოჯინებს გვანან და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. თუმცა ამ „თოჯინის“ კეთილგანწყობა, რომ მოიპოვოთ საკმაო დრო და მონდომებაა საჭირო.
ხშირ შემთხვევაში, პატარა ქალწული სითბოსა და მოფერებას აშკარად არასოდეს ითხოვს დედ–მამის მხრიდან. თუმცა, ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნით დაბადებულ ბავშვებს შორის, სწორედ მას ესაჭიროება მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა. დანარჩენ ბავშვებს თუ გადამეტებული ფერება როგორც წესი, ვნებთ და აფუჭებთ, ქალწულისთვის ხშირი შექება და წახალისება, ჰაერივით აუცილებელია, რათა მომავალში მისგან თავდაჯერებული და გაწონასწორებული ადამიანი გაიზარდოს!