ასტროლოგიური პრინციპების მიხდევით, ნებისმიერი შეხვედრა ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანები, ვისთანაც ბედისწერა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციის გზასაყარზე გვახვედრებს, კარმული პროგრამის ნაწილია და არც ერთი შეხვედრა არ არის მათ შორის შემთხვევითი ან დაუგეგმავი. საუბარი იმაზე, თუ რა არის კარმა და კონკრეტულად რას ეფუძნება მისი პრინციპები, საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ ჩვენ ამ საკითს არაერთგზის დავუბრუნდებით, დღეს კი მოდით იმაზე ვისაუბროთ რას ნიშნავს კარმული სიყვარული და რატომ ხდება ისე, რომ ერთ ადამიანთან პირადი ურთიერთობა ჩვენთვის დამანგრევლად მოქმედებს, მაშინ როცა მეორე თითქოსდა ჩვენს მფარველად და გადამრჩენელად მოევლინა ქვეყანას.
ასტროლგოური პრინციპით, ადამიანი დაახლოებით თორმეტ ინკარნაციულ ცხოვრების ეტაპს გადის, რომელთა მანძილზეც იგი სხვადასხვა სახის შეცდომებს უშვებს და შემდგომ ინკარნაციებში, მას ამ შეცდომების გამოსასწორებლად ზუსტად ის ადამიანები ევლინებიან ცხოვრების გზაზე, ვისაც წინა ინკარნაციისას მან ტკივილი ან ტანჯვა მიაყენა. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, ახალ ინკარნაციაში ჩვენ არამარტო „ყოფილ მტრებს“, არამედ „ყოფილ მეგობრებსაც“ ვხვდებით. სწორედ ეს გახლავთ დადებითი კარმული კავშირი. ასეთ შემთვევაში, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანმა შესაძლოა უანგარო დახმარება გაგვიწიოს, ან ოჯახის წევრი მოგვევლინოს ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში მხსნელად. თუმცა როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, საქმე ცოტა სხვაგვარადაა.
საქმე იმაშია, რომ პარტნიორებს რომელთაც ერთმანეთთან წარსულის კარმული „ვალები“ აკავშირებთ, არა ერთ და ორ, ხშირად რამოდენიმე ინკარნაციის მანძილზე უწევთ ამ ზემოთხსენებული ვალების გასტუმრება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მძიმე სულიერი იარები მიაყენეს მათ ერთმანეთს წარსულში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასტროლოგი რომელიც პირად კოსმოგრამას ადგენს თქვენთვის, აუცილებლად დაინახავს თქვენი მონაცემების მიხედვით იმას, გელით თუ არა ცხოვრებაში კარმული კავშირი და რამდენად მძიმე იქნება იგი თქვენთვის. შესაბამისად თქვენ გაცილებით უფრო ლოიალურად მოეკიდებით, მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან წარმოქმნილ პრობლემებს.
ნეგატიური კარმა
უფრო გასაგები რომ გახდეს თქვენთვის კარმული ურთიერთობების პრინციპი და არსი, საუბარს, კონკრეტული მაგალითის განხილვით გავაგრძელებ. ქალბატონი რომელსაც უზომოდ ეჭვიანი მეუღლე ჰყავდა, რამოდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმრის არაადექვატური საქციელით თავმობეზრებული, საბოლოოდ დაშორდა ამ უკანასკნელს. მეუღლემ მასთან განშორება მძიმედ გადაიტანა, მალე დაავადდა და გარდაიცვალა. ქალი, მთელი სიცოცხლის მანძილზე ადანაშაულებდა საკუთარ თავს, იმაში რომ ყოფილი ქმრის სიკვდილში მას მიუძღოდა ყველაზე დიდი ბრალი. მომდევნო ინკარნაციაში, ცოლ-ქმარი ისევ შეხვდა ერთმანეთს, ამჯერად უკვე შეცვლილი სქესით (ქალი მამაკაცის სახით, მამაკაცი ქალის სახით) მათ შორის ძალიან მალე გაჩნდა მიზიდულობა და ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული.
თუმცა, როგორც კი ურთიერთობა შედარებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა, ამჯერად ქალმა დაიწყო ქმრის მიმართ აფსურდული ბრალდებების წაყენება ეჭვიანობის თვალსაზრისით. მათი კავშირი საბოლოოდ მაინც დაიშალა, თუმცა ამ შემთხვევაში ორივემ მიიღო კარმული გაკვეთილი, ანუ მამაკაცმა ისწავლა დანაკარგის ნაკლებად ემოციური მიღება, ქალმა კი დანაშაულის შეგრძნების გარეშე წარსულის დავიწყება. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობა რომელიც ცხოვრებაში გვეძლევა, თუნდაც იგი ყველაზე მტკივნეული იყოს, აუცილებლად ემსახურება ჩვენი პიროვნული ზრდის პროცესს, რომელიც კარმული პროგრამის მიხედვით გვერგო ამჟამიერ ინკარნაციაში.
მომდევნო სტატია უკვე დადებითი კარმული კავშირის განხილვას დაეთმობა, შეხვედრამდე!