"ქეისი" - პისტორიუსის საქმე

  "ქეისი" - პისტორიუსის საქმე

და უშუალო მონაწილეობასაც იღებენ ამა თუ იმ გახმაურებული საქმეების გახსნის პროცესში. კულუარული ინფორმაციის თანახმად, პოპულარულ ამერიკელ ასტროლოგს ლინდა გუდმენს ამერიკული დაზვერვა არაერთგზის სთავაზობდა თანამშრომლობას, რაზეც ქალბატონი გუდმენი მკაცრ უარს პასუხობდა მათ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გუდმენის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარდა. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით, ასე იძია შური ასტროლოგზე ამერიკულმა საგამოძიებო უწყებამ...

საინტერესო პარალელი არსებობს დეტექტივების სიყვარულსა და ასტროლოგიით დაინტერესებას შორის. თითქმის ყველა ინდივიდი, რომელიც სიამოვნებით უყურებს ან კითხულობს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას აუცილებლად ინტერესდება ასტროლოგიის საფუძვლებით, თუკი მას საშუალება მიეცემა ახლოს გაეცნოს ამ სფეროს. გამომდინარე აქედან, მე გადავწყვიტე პერიოდულად საინტერესო სტატიები შემოგთავაზოთ რუბრიკაში "ქეისი", რომელიც მსოფლიოში ცნობილ, იდუმალებით მოცულ და გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს განიხილავს...

ისტორია პირველი – პისტორიუსის საქმე...

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ქექვისას შემთხვევით გადავაწყდი ამ თემას. ოსკარ პისტორიუსი ცნობილი სპორტსმენი გახლავთ. რომელიც სხვა დანარჩენი მორბენლებისგან იმით გამოირჩევა, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები სირბილს ფეხების გარეშე ახერხებს... მას ორივე ფეხის კიდური ამპუტირებული აქვს. თუმცა, მისი კარმული კვანძი ვერძის ზოდიაქოში, მზე მშვილდოსნის, ხოლო მთვარე ლომის ნიშანში ანიჭებს ამ ადამიანს უნარს იბრძოლოს და არასოდეს დანებდეს, მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით გამოსავალი თითქოს არ არსებობს არსად.

თუმცა... მოდით, უფრო დეტალურად მივყვეთ ისტორიის დეტალებს. როგორც "გუგლი" იუწყება, ამ სიმპათიურმა და მოღიმარმა ადამიანმა სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით გასული წლის თებერვალში, საკუთარი მეგობარი გოგონა გამოასალმა სიცოცხლეს... თანაც, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფმა ჩაიდინა ეს... თუმცაღა, თავდაპირველი ვერსიით სპორტსმენს მეგობარი გოგონა მძარცველი ეგონა, რომელიც ღამით მისი ბინის გასაქურდად შემოიპარა...

თუკი ოსკარისა და ზემოხსენებული ახალგაზრდა ქალის, ვინმე რევა სტენკამპის პირად კოსმოგრამებს გადავხედავთ, ზერელე ანალიზის საფუძველზეც კი იკვეთება საკმაოდ ნეგატიური ასპექტები წყვილის თავსებადობის მხრივ – მამაკაცი მზის ნიშნით მშვილდოსანი, ქალი მზის ზოდიაქოს ნიშნით – ლომი. თუმცა, მოდით, გავაგრძელოთ თავსებადობის ანალიზი. მამაკაცის პირად რუკაზე სამი ძირითადი პლანეტა მორიელის ზოდიაქოს ნიშანს გადის... მათ შორისაა ვენერაც სიყვარულსა და პირად ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პლანეტა.

ძნელი წარმოსადგენია ალბათ, ამ საოცრად პოზიტიური ფოტოს ნახვის შემდეგ, რომ მასზე ცივსისხლიანი მკვლელია ასახული

Astrologia

ვენერა მორიელში ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ეჭვიან, მესაკუთრე და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ადამიანს. ქალის შემთხვევაში კი რა სურათი გვაქვს? ქალწულის, თხის რქისა და ლომის ძლიერი გავლენა. რის ხარჯზეც ეს ადამიანი საკმაოდ მერკანტილური, ამბიციური და მომთხოვნი იქნებოდა როგორც პარტნიორი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას დიდი ალბათობით მამაკაცთან ურთიერთობისას გონება უფრო უნდა ჰქონოდა ჩართული, ვიდრე გული – ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისთვის ცნობილი სპორტსმენი "კარგი ვარიანტი" იყო პარტნიორობის კუთხით ძირითადად მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა რაღა თქმა უნდა ემოციების ალბათობაც არ გამოირიცხება ამ მხრივ.

ვენერა, რომელიც ქალის პირად რუკაზე ქალწულის ზოდიაქოს იკავებს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი სიყვარულისა და პარტნიორობის საკითხს მერკანტილურ ჭრილში აღიქვამს. ამასთან ერთად, მას აქვს ერთი ცუდი თვისება – მიდრეკილია "ტვინი უბურღოს" პარტნოიორს აბსოლუტურად ბანალური წვრილმანების გამო. ამ დროს კი მამაკაცის პირადი რუკის მონაცემებით ვხედავთ ე.წ. "ფეთქებადსაშიშ კოქტეილს" – მშვილდოსნის, ლომისა და მორიელის დიდ დოზას, რომელიც კარმულად იმართება ვერძის ცეცხლოვანი ენერგიით.

თუმცა, უმთავრესი მიზეზი ამ ფატალური ისტორიისა, არის კარმული კვანძების დგომა... საქმე იმაშია, რომ რევა სტენკამპს, მსხვერპლს – მთვარის დაღმავალი კვანძი ქეთუ (რომელსაც ასტროლოგები წარსული ინკარნაციის შესახებ ინფორმაციას მიაწერენ) განლაგებული აქვს მამაკაცის მზის ზოდიაქოს ნიშანში ანუ მშვილდოსანში. რაც თავისთავად ნიშნავს ერთ რამეს – ეს ორი ადამიანი ამაოდ არ შეხვედრია ერთმანეთს. ინკარნაციის პრინციპით ხომ ყოფილი მეორე ნახევრების შეხვედრა მანამ გრძელდება სხვადასხვა ცხოვრებაში, სანამ ერთი მეორეს წარსულის შეცდომებს არ აპატიებს და აგრესიას, რომელიც მის მიმართ უჩნდება ქვეცნობიერის დონეზე, პატიებისა და მიტევების ნიჭად არ გარდაქმნის... მაგრამ ეს ყველაფერი მარტივი როდია. რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს პოსტორიუსის საქმე.  სამწუხაროდ, ცნობილი სპორტსმენის შემთხვევაში ნეგატიურმა ენერგეტიკამ, მისი მზის ზოდიაქოს ნიშნის – მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ გულკეთილობასა და ჰუმანურობას აჯობა...

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?