დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში განსაკუთრებული ადათ-წესები, რწმენის საფუძვლები და ტრადიციები გააჩნდათ. კელტები ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ და მებრძოლ ხალხს წარმოადგენდნენ. მიჩნეულია, რომ მათ უმრავლესობას განსაკუთრებული ეზოთერული ცოდნა, ნიჭი და უნარები გააჩნდა. ჩვენამდე მოაღწია კელტების მიერ შედგენილმა ძალზე საინტერესო ჰოროსკოპმა, რომელიც ე.წ. "ტოტემებს", დაბადების თარიღის მიხედვით ცხოველთა ჩამონათვალს აერთიანებს. ძველ კელტებს მიაჩნდათ, რომ ადამიანს საკუთარ ტოტემთან განსაკუთრებული მსგავსება ახასიათებს. დღეიდან სტატიების ციკლში, წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
ყვავი
25 ნოემბერი / 23 დეკემბერი
მმართველი პლანეტა სატურნი
მისი ქვაა ლაზურიტი
ხასიათის დადებითი მხარეები: ცხოვრების რეალისტური აღქმა, ფხიზელი გონება, დისციპლინირებულობა, მოთმინების უნარი, გამძლეობა.
ყვავის ტოტემით დაბადებული ადამიანები, ძლიერი ხასიათითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი უზომოდ შრომისმოყვარეები არიან და ყოველთვის მიჰყავთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. გამჭრიახი გონების პატრონებს შესანიშნავად ეხერხებათ, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამოძვრომა და განვითარებული მოვლენების სათავისოდ გამოყენება.