ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს. დღეიდან სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს
მაშ ასე საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი ხართ , თუკი ხართ გულუხვი, არამეწვრილმანე, ალალი, პირდაპირი, მხიარული, სულით ოპტიმისტი და მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანი. თუ არასოდეს "ხურდავდებით" წვრილმანებზე და იშვიათად იტოვებთ გულში ბოღმას. თუკი კარგად გამოგდით ადამიანებთან ურთიერთობა. გიყვართ ცხოველები და ბავშვებთან სიამოვნებით ატარებთ თავისუფალ დროს. ხართ იდეალისტი, მოხეტიალე და სასწაულების მორწმუნე ადამიანი. ყოველთვის გჯერათ ბედნიერი დასასრულის და სიკეთის ადამიანებში. მოგწონთ გულღია, უბრალო ხალხთან ურთიერთობა. არ ყოფთ სოციალურ ფენებად საზოგადოებას და ყოველთვის, ყოველთვის მზად ხართ საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალოთ მეგობრებისთვის დახმარების გასაწევად.