ხათუნა ნოელი: თვის ასტროლოგიური პროგნოზი და მიმოხილვა

ხათუნა ნოელი: თვის ასტროლოგიური პროგნოზი და მიმოხილვა

"აპ­რილ­ში პლა­ნე­ტე­ბი ბევ­რად უფრო სა­სი­კე­თო ენერ­გე­ტი­კას გვაწ­ვდი­ან, ვიდ­რე გა­სუ­ლი თვის მან­ძილ­ზე და მეც, სწო­რედ ამის შე­სა­ხებ მინ­და რომ გე­სა­უბ­როთ. ამ თვე­ში 3 პლა­ნე­ტა შებ­რუნ­დე­ბა და რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ზე გა­და­ვა. ესე­ნი გახ­ლავთ იუ­პი­ტე­რი, პლუ­ტო­ნი და სა­ტურ­ნი . რაც ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უფრო და­ფიქ­რე­ბით და დინ­ჯად ჩა­ვუღ­რმავ­დეთ იმ სა­კი­თხებს, რა­საც ეს პლა­ნე­ტე­ბი კუ­რი­რე­ბენ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

Astrologia

იუ­პი­ტერ­სა და სა­ტურნს სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტებს ვუ­წო­დებთ ას­ტრო­ლო­გე­ბი, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობთ, რომ მათი ზე­გავ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად იმა­ზე აი­სა­ხე­ბა, თუ რო­გორ ვიმ­კვიდ­რებთ თავს სო­ცი­უმ­ში, რო­გორ ვვი­თარ­დე­ბით - სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად თუ ნახ­ტო­მე­ბით, მი­სა­ღე­ბი თუ მო­რა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ხერ­ხე­ბით... აი, ეს თე­მე­ბი უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ფიქ­რი­სა და ანა­ლი­ზის სა­გა­ნი. და­ვუკ­ვირ­დეთ - რას ვა­კე­თებთ სწო­რად, რამ მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, რამ ვერა. გა­მო­ვი­ტა­ნოთ დას­კვნე­ბი და აღ­ვი­ჭურ­ვოთ შე­სა­ბა­მი­სად. კონ­კრე­ტუ­ლი, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად წინსვლის­თვის.

Astrologia

და­ახ­ლო­ე­ბით მომ­დევ­ნო 5 თვე ხელ­საყ­რე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ჰყავთ. ჩა­ი­ხე­დეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ში, ამ პლა­ნე­ტის გას­წვრივ უნდა ლა­თი­ნუ­რი "რ" უნდა ეწე­როს. თუ ასე­თი სიმ­ბო­ლო თქვენს სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტებ­თან არ ზის, მა­შინ ეს თვე­ე­ბი გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დის ანა­ლიზს სჯო­ბია, და­უთ­მოთ და აქ­ტი­ურ შემ­ტევ ქმე­დე­ბებ­ზე უკვე შე­მოდ­გო­მი­დან გა­დახ­ვი­დეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა აპ­რი­ლის პირ­ველ კვი­რას - მერ­კუ­რი­სა და სა­ტურ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტის წყა­ლო­ბით ეს მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია ელექტრო­ტექ­ნი­კის შე­ძე­ნი­სათ­ვის - რად­გან ასეთ დროს შე­ძენ­ლი სა­ქო­ნე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბით და გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ხოლ­მე. თუმ­ცა ჯერ ისევ ძა­ლა­შია მერ­კუ­რი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა და შე­საძ­ლოა ამან არ­ჩე­ვა­ნის ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­ლე­ბო­ბა­ზე იმოქ­მე­დოს, ვერ გა­ვარ­კვი­ოთ რა გვინ­და, რა უფრო გვირ­ჩევ­ნია.

Astrologia

პირ­ვე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე ლი­ბი­დო პლა­ნე­ტე­ბი - მარ­სი და ვე­ნე­რა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის­ვე­ნე­ბენ, მათ არა­ნა­ი­რი ას­პექ­ტე­ბი არა აქვთ სხვა პლა­ნე­ტებ­თან. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტერ­მი­ნი რომ ვიხ­მა­როთ - "შახ­ტა­ში არი­ან". შე­სა­ბა­მი­სად, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო ამ კვი­რა­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, კლე­ბუ­ლობს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაც . ამას­თან ერ­თად, ლი­დე­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც არაა გა­მოკ­ვე­თი­ლად მა­ღა­ლი. და ალ­ბათ არ­ცაა სა­ჭი­რო, რად­გან სჯობს ჯერ­ჯე­რო­ბით, მთვა­რის დაღ­მა­ვალ ფა­ზა­ზე არა­ფე­რი წა­მო­ვი­წყოთ და და­ვე­ლო­დოთ 5 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბას ვერ­ძის ნი­შან­ში, ამის შემ­დგომ კი მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი დროა უკვე გო­ნე­ბა­ში კარ­გად და­წყო­ბი­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც სი­ახ­ლე­ებ­სა და ცვლი­ლე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

Astrologia

მერ­კუ­რი­სა და სა­ტურ­ნის სექ­სტი­ლი, რო­მე­ლიც ზე­ვით ვახ­სე­ნეთ, იმი­თაც არის კარ­გი რომ სა­ტურ­ნის წყა­ლო­ბით საღი აზრი კონ­ტროლს უწევს ჩვენს გო­ნე­ბას და არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას იმ ილუ­ზი­ებ­ში აიხ­ლარ­თოს, რა­საც მერ­კუ­რის თევ­ზებ­ში ყოფ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს . მთლი­ა­ნო­ბა­ში სუ­რა­თი პო­ზი­ტი­უ­რია, რად­გან მთა­ვარ, წამ­ყვან ფაქ­ტო­რად ცის კა­ბა­დონ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი მზი­სა და იუ­პი­ტე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქმე­დე­ბე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ გვი­ბიძ­გებს და რო­მე­ლიც თით­ქმის მთე­ლი თვის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი. ამი­ტომ ეს კვი­რა, მო­დი, და­ვუთ­მოთ გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბას და უკვე მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან შე­ვუდ­გეთ მათ რე­ა­ლი­ზი­რე­ბას. მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს უკვე თა­მა­მად გე­ტყვით - ენ­დეთ სა­კუ­თარ ძა­ლებს, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და იმოქ­მე­დეთ!"

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?