კორპორატიული მტრობა - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული თანამშრომლები არიან ყველაზე სახიფათოები კარიერულ კიბეზე

კორპორატიული მტრობა - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული თანამშრომლები არიან ყველაზე სახიფათოები კარიერულ კიბეზე

იგი კონკურენციის საუკუნეც გახლავთ პირველ რიგში. შესაბამისად, პროფესიული შუღლი და ინტრიგები არაერთი ჩვენთაგანის ცხოვრებაშია ჩვეულებრივი მოვლენა. მინდა ასტროლოგიური რჩევა მოგცეთ საიმისოდ, რომ კოლეგებს შორის პროფესიული და არამარტო მეტოქეები ჯეროვნად შეაფასოთ. წარმოგიდგენთ ყველაზე სახიფათო მტრების TOP სამეულს:

კირჩხიბი – ერთი შეხედვით უწყინარი, მოსიყვარულე და მზრუნველი ტიპი გგონიათ? იქნებ იგი ასოციალური და ყველაზე მუდო თანამშრომლების სიაში გყავთ შეყვანილი... ჰოდა, აქ ცდებით ზუსტად... სწორედ ამ "ნაცრისფერ" ადამიანს შეუძლია თქვენთვის სამსახურეობრივ კიბეზე ოსტატური და რაც მთავარია, კარგად დაგეგმილი სარმის გამოდება... თანაც ისე, რომ კარგა ხნის მანძილზე აზრადაც ვერ მოხვალთ, რომ ეს ყველაფერი მისი ხელწერაა. შესაძლოა ზუსტად ვერც კი გაიხსენოთ, როდის, რა ან რატომ აწყენინეთ (ან აწყენინეთ კი საერთოდ?) კირჩხიბის შურისძიება მოულოდნელი და ხანგრძლივი იქნება.

ქალწული – მისგან შეიძლება ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი დადგეს. თუმცა, საქმე თუ ესოდენ დიდ მასშტაბებამდე არ მივიდა, მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აითვალწუნებს, მსხვილმასშტაბიან ბიუროკრატიულ დავიდარაბაში გახვიოს. ქალწულის ანტიპათია როგორც წესი არასოდესაა უმიზეზო ან აბსურდული; ამიტომ, როცა მისნაირი მტრად გადაგეკიდებათ კარგად გაიხსენეთ, ოდესმე ერთი შეხედვით ჩუმი და მოწესრიგებული კოლეგის სამუშაო მაგიდაზე ყავა ხომ არ დაგეღვარათ? ჰოო? აი, მიზეზიც გიპოვნიათ საიდან მოდის ძველი მტრობის ფესვები.

თევზები – ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ ამ ადამიანებს როგორც წესი გულში ბოროტი განზრახვა არც არასოდეს უდევთ როცა ვინმეს რაიმე სახის დიდ დავიდარაბაში ხვევენ... თევზები დაბნეულები არიან. შესაბამისად, გამიზნულად მისი მტრობის ალბათ არც უნდა გეშინოდეთ, თუმცა წყენია და ბუტია თევზი თუ ოდესმე გაანაწყენეთ (და მის შემთხვევაში ეს კირჩხიბზე უფრო მარტივად მოსახერხებელი და საუკუნოდ გამოურკვეველი რამაა), შესაძლოა მან თავისდაუნებურად ჭორების გავრცელებით ან საჭირო ხალხთან თქვენი რეპუტაციის შელახვით გაგიფუჭოთ საქმე. მისი "სიმართლის" კი როგორც წესი ყველას სჯერა გარშემო.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?