, არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი პატარა კურო გაცილებით ადვილად დაიძინებს მაშინ, როცა თქვენთან უშუალო შეხება ექნება - ანუ ჩახუტებული. აი რატომ არჩევს იგი საკუთარ საწოლს დედასთან ერთად ძილს. მისთვის ხომ ჩვილობიდან აუცილებელია დედის სითბო და კანის სურნელი შეიგრძნოს, ამიტომ ბევრი კურო იძინებს, ძილის წინ დედის ან მამის ხელს ჩაფრენილი და ესეც ზემოთხსენებული მიზეზით ხდება. მართალია თქვენი პატარა კურო ერთი შეხედვით რბილი და დამყოლი მოჩანს, მაგრამ პირველივე მცდელობისას გააკეთებინოთ მას ის რაც არ უნდა, მაგალითად აჭამოთ ვაშლის პიურე, მაშინ როცა მას ატმის ურჩევნია, აბანაოთ იმ დროს როცა იგი თამაშისთვისაა განწყობილი, ჩააცვათ ვიწრო ან არაკომფორტული სამოსი და ა.შ მისი ერთი შეხედვით ფუმფულა, საყვარელი იმიჯი უკვალოდ გაქრება და თქვენი შვილი ნამდვილ ხბოს სიჯიუტეს გამოამჟღავნებს. თანაც ისეთი შემართებით, რომ რაც არ უნდა სცადოთ უკან ვეღარ დაახევინებთ. არ უნდა და მორჩა!
ამ დროს საუკეთესო გამოსავალი კოცნით და მოფერებით მისი გადარწმუნებაა, ვიდრე საპასუხო სიჯიუტე თქვენი, როგორც უფროსის და უფრო მეტად კომპეტენტური პირის მხრიდან ( „რას ქვია არ უნდა!“ და მისთანები). ლაპარაკს და სიარულს კურო ბავშვები საკმაოდ ნელა სწავლობენ, ხბო ხომ ყველაფერში დინჯია. სამაგიეროდ უფრო დიდ ასაკში, თქვენი შვილის თავზე კოპების სიმრავლისგან, შედარებით დაზღვეული იქნებით. მართალია პატარა კურო სტუმრების მიმართ ანტიპათიას არ გამოხატავს, მაგრამ ჩვეული სიტუაციის მკვეთრი შეცვლა მას ძალიან აშინებს და აბნევს. გაითვალისწინეთ, ამ ბავშვის ფსიქიკისთვის ოჯახში გემეფებულ სიმშვიდეს და სტაბილურ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ხმაურიან ალაფურშეტებს ნუ გაუმართავთ ხოლმე გვაინამდე სახლში. ხოლო, თუკი თავად მიგყავთ სადმე სტუმრად, თქვენი პატარა კურო ალბათ მეტი თავდაჯერებულობისთვის, აუცილებლად წამოიღებს თან საყვარელ სათამაშოს, რომელიც მთელი საღამო გულში ეყოლება ჩახუტებული და არაფრის დიდებით არ მოიცილებს გვერდიდან. მისთვის ეს თავისებური ანტენაა, რომელიც წონასწორობის დასაცავად ესაჭიროება ახალ, ნაკლებად ადაპტირებულ გარემოში.