ზოდიაქოს ემთხვევა. ამიტომ კვირის პირველ ნახევარში პოლიტიკური ინტრიგები და ვნებათაღელვები საკმაოდ აქტუალური თემა იქნება. გამორიცხული არ არის ცხარე დებატებისა და საჯარო ურთიერთბრალდებების მოწმეც გახდეს საზოგადოება, თუმცა რეალური ფაქტები და არგუმენტები აბსოლუტური სიზუსტით ნამდვილად არ დაემთხვევა ერთმანეთს. ივნისის შუა რიცხვებამდე, რაც არ უნდა დიდი იყოს ინტერესი საზოგადოების ან თუნდაც მასმედიის მხრიდან გაარკვიოს რეალური მიზეზები რა ხდება სინამდვილეში, აბსოლუტურად უშედეგო იქნება. ამიტომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ჟურნალისტებს და მასმედიის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ - მერკური რეტროგრადულ ფაზაში, მათ ინფორმაციის ნაწილობრივ მოძიებას ან სულაც არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრეცენდენტზე აფრთხილებს.
ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში კი სავსემთვარეობა დამატებით "ბონუს-ფაქტორებთან" ერთად აუცილებლად გამოიწვევს კვირის დასაწყისში კამათისა და საკუთარი პოზიციის სისწორის მტკიცების მოთხოვნილებას. თუმცა ეს ის დროა, როცა სავსებით შესაძლებელია, გაცხარებულ პოლემიკაში ზედმეტი წამოგცდეთ, საზღვრებს გასცდეთ ან სულაც არასასურველი ინფორმაცია გააჟღეროთ. ეს კი სამომავლოდ არაერთ პრობლემას წარმოშობს როგორც თქვენი, ისე თქვენი გარემოცვის ცხოვრებაში. ამიტომ აჯობებს ძველი, ნაცადი სიბრძნე მოვიშველიოთ და როგორც იტყვიან - "ენას, კბილი დროულად დავაჭიროთ" საიმისოდ, რომ მომავალში დიდ უსიამოვნებებს ავცდეთ.
ამ პერიოდში სასურველია მოერიდოთ ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების დიდი დოზით მიღებას . ამასთან ერთად, არც ისაა გასაკვირი თუ ქალბატონებში მადა და აგრესიულობის დონე ზოგადად მომატებული იქნება (მთვარე, ქალური ენერგეტიკის მატარებელი პლანეტაა).
კვირის ბოლოს - პლანეტა ვენერა სენსიტიურ კირჩხიბის ზოდიაქოს დატოვებს და ექსპანსიურ, თეატრალურ და ეპატაჟურ ლომის ზოდიაქოს მიაშურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს მხურვალე რომანების, დრამატული ისტორიებისა და ემოციური დაშორება-შერიგებების პრეცენდენტი წყვილებს შორის.
კარგი პერიოდი დგება ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის . სავსებით შესაძლებელია სწორედ ივნისის თვიდან არაერთ პერსპექტიულ და მასშტაბურ პროექტს ჩაეყაროს საფუძველი ამ მხრივ.
კვირის მიწურულს შესაძლებელია გარკვეულ საქმიან შეთანხმებებში მიაღწიოთ ჰარმონიას. კარგი პერიოდია უშუალოდ უფროსობასთან და მაღალჩინოსნებთან საფინანსო საკითხების განსახილველად. თუმცა პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზის დასრულებამდე არ ღირს მიღებული გადაწყვეტილება, ოფიციალური დოკუმენტაციის სახით გაამყაროთ. იმიტომ რომ მიღებული შედეგი სამომავლოდ თქვენთვის ერთობ არასახარბიელო იქნება.