კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 1-7 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 1-7 სექტემბერი

ადგილი, მაგრამ ის მცხუნვარე ტემპერატურა, რაც აგვისტომ და ზოგადად ზაფხულის თვეებმა მოიტანა ჯერჯერობით მაინც ნარჩუნდება როგორც ყოველდღიური, ისე მსოფლიო მოვლენების განვითარების კუთხით. თუმცა, მოდით, გლობალურ პოლიტიკაზე მსჯელობა სხვა, უფრო ვრცელი სტატიის თემად მოვიტოვოთ, ამჯერად კი კვირის ზოგადი პროგნოზით შემოვიფარგლები.

კვირის დასაწყისი დასვენებულ-შვებულებამოვლილი ადამიანების დიდ ნაწილს ახალი იდეებითა და ამ იდეების განსახორციელებლად გონებაში გაჩენილი ორიგინალური გზების აქტიური ძიებით დააკავებს. ეს საუკეთესო პერიოდია ინტერნეტ-პროექტების ან მედია-პროექტების დასაგეგმად. ამიტომ, თუკი თქვენ სწორედ ამ სფეროს წარმომადგენელი ბრძანდებით, ნებისმიერი სახის ინოვაცია თამამად დანერგეთ ამ მხრივ.

2-3 სექტემბრის შუალედში სასურველია ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება. განსაკუთრებით თუ ეს რაიმე ფორმით ეხება და უკავშირდება ქალებს, ქალთა პერსონალს და ა.შ.

3-4 სექტემბრის პერიოდში მომატებულია კონფლიქტების რისკი. შესაბამისად, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ სიტუაციას. იმიტომ რომ ნებისმიერი, ერთი შეხედვით უვნებელი კამათიც კი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს.

უკვე 6 სექტემბრიდან, სასურველია აქამდე გართულებული და კონფლიქტური პირადი ურთიერთობების "დალაგებას" მიჰყოთ ხელი. ეს ის დროა, როცა საკუთარ მეორე ნახევრებთან და საყვარელ ადამიანებთან კონსტრუქციული დიალოგის საშუალება გაცილებით მოიმატებს. ასე რომ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და ობიექტურად შეაფასეთ სამომავლო პერსპექტივები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?